#მოგზაურობა

ადგილი, სადაც საკუთარ თავგადასავალს ირჩევ - უქმეები KAAS LAND-ში

გაზიარება:

ზაფხულის მიწირულს შემორჩენილი დასვენების დღეების დასაგეგმად გამორჩეული ლოკაციების მოძიებაა საჭირო. თუ ქალაქის ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევას, ბუნებაში განტვირთვასა და ამავდროულად დაუვიწყარი ემოციების მიღებას გეგმავთ, დედაქალაქიდან სულ რაღაც 90 წუთის სავალზე ნამდვილი აღმოჩენა გელოდებათ.

Kaas Land, კასლენდი, წალკა, ბრილიანტი, რეზორტი, დასვენება, თბილისთან ახლოს, TheDiary, ონლაინ ჟურნალი, ოქმეები, weekend, summer, ზაფხული, ლოკაცია

Kass Land - წალკის კანიონზე მდებარე უნიკალური კომპლექსია, რომელიც თანამედროვე არქიტექტურას, ველურ ბუნებასა და მაღალი კლასის სტუმარმასპინძლობას აერთიანებს.

რეზორტის მთავარი სიმბოლო 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდია, რომელიც კანიონის თავზეა გადაჭიმული. ხიდის შუაგულში კი Kass Land-ის სავიზიტო ბარათად ქცეული Diamond Cafe-ა განთავსებული, სადაც პანორამული ხედების ფონზე ყავის, ან კოქტეილის დაგემოვნება სრულიად გამორჩეული გამოცდილებაა.

Kaas Land, კასლენდი, წალკა, ბრილიანტი, რეზორტი, დასვენება, თბილისთან ახლოს, TheDiary, ონლაინ ჟურნალი, ოქმეები, weekend, summer, ზაფხული, ლოკაცია, diamond caffee

თუმცა, ლოკაცია მხოლოდ მშვიდი ხედებითა და სეირნობით არ შემოიფარგლება. კომპლექსის კონცეფციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი აქტიური დასვენება და მრავალფეროვანი გართობაა, რაც მას ოჯახური უქმეებისა და მეგობრებთან დასვენებისთვის საუკეთესო ადგილად აქცევს.

Kaas Land, კასლენდი, წალკა, ბრილიანტი, რეზორტი, დასვენება, თბილისთან ახლოს, TheDiary, ონლაინ ჟურნალი, ოქმეები, weekend, summer, ზაფხული, ლოკაცია, ატრაქციონების პარკი, ზიპ ბაიკი

რეზორტის სტუმრებს ტერიტორიაზე ატრაქციონების პარკი, კარტინგი, ბატუტების პარკი, ზიპ ბაიკი, გიგანტური საქანელა და აქტიური დასვენებისთვის ყველა საჭირო ატრიბუტი დახვდებათ. Kass Land-ში უქმეები კიდევ უფრო აქტიურია.

Kaas Land, კასლენდი, წალკა, ბრილიანტი, რეზორტი, დასვენება, თბილისთან ახლოს, TheDiary, ონლაინ ჟურნალი, ოქმეები, weekend, summer, ზაფხული, ლოკაცია, კარტინგი, კარტინგები

შაბათ-კვირას რეზორტი სტუმრებს სპეციალური გასართობი პროგრამებითა და შთამბეჭდავი ცეცხლოვანი შოუებით მასპინძლობს. კანიონის ფონზე გაშლილი ცეცხლის წარმოდგენები და ღამის შოუ-პროგრამები აქტიური დღის იდეალური დაგვირგვინებაა.

Kaas Land, კასლენდი, წალკა, ბრილიანტი, რეზორტი, დასვენება, თბილისთან ახლოს, TheDiary, ონლაინ ჟურნალი, ოქმეები, weekend, summer, ზაფხული, ლოკაცია, რესტორანი

ბუნების მოყვარულთათვის ადგილზე ასევე ხელმისაწვდომია 1.8-კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი, რომელიც ჩანჩქერის მიმართულებით მიდის. თუ რეზორტზე მშვიდ დასვენებას და განტვირთვას ამჯობინებთ, სპას და აუზის სივრცეს უნდა ესტუმროთ, დღის მანძილზე კი მაღალი კლასის რესტორნებში გურმანული მენიუ დააგემოვნოთ.

უნიკალური მდებარეობის, გამორჩეული ბუნებისა და მაღალი კლასის მომსახურების გარდა, Kass Land-ის მთავარი მიმზიდველობა მის მრავალფეროვანებაშია - ეს არის ადგილი, სადაც თითოეული სტუმარი საკუთარ თავგადასავალს თავად ირჩევს.

ზევით