ვენეციის კინოფესტივალი 2026: წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქები
კენდალ ჯენერი, ჯონ მალკოვიჩი, ვიტორია ჩერეტი, მარიაკარლა ბოსკონო, რუნი და კეიტ მარა, პარკერ პოზი და ამალ კლუნი – ვენეციის კინოფესტივალის 2026 წლის საუკეთესო ლუქები.
TheDiary აგრძელებს ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გაშუქებას. ამჯერად ჩვენი ყურადღება წითელ ხალიჩაზეა.
ხავიერ ბარდემი და პენელოპე კრუსი
წყვილი ვენეციის კინოფესტივალის წითელი ხალიჩის ერთ-ერთი ფავორიტია. მათ ამალ და ჯორჯ კლუნების დაჩრდილვაც შეძლეს. პენელოპე კრუსს Chanel-ის სპეციალურად მისთვის შექმნილი წითელი კაბა ეცვა, ხავიერ ბარდემს კი Zegna-ს შავი სმოკინგი.

პატრიკ შვარცენეგერი ფილმში „Bunker“ პენელოპე კრუსთან, ხავიერ ბარდემთან, სტივენ გრემთან და პოლ დანოსთან ერთად მონაწილეობს. ვენეციის კინოფესტივალზე მსახიობი სწორედ ამ ფილმის პრემიერას დაესწრო. წითელ ხალიჩაზე მას ჰაიდერ აკერმანის მიერ Tom Ford-ისთვის შექმნილი ლუქი ეცვა.

მაიკლ ფასბენდერი და ალისია ვიკანდერი ვენეციის კინოფესტივალზე „The Echo Chamber“-ის პრემიერას ერთად დაესწრნენ. ვიკანდერს Louis Vuitton-ის კაბა ეცვა.

რიკი მარტინმი ვენეციის კინოფესტივალს თავისი ახალი ესპანურენოვანი ფილმის „Hombre al Agua“ პრემიერის ფარგლებში ესტუმრა. ფილმში ის ერთ-ერთ როლს ასრულებს და აღმასრულებელი პროდიუსერიცაა. წითელ ხალიჩაზე მარტინს Tom Ford ეცვა.

ევერ ანდერსონის ახალი ფილმის „Father Joe“ პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმში მასთან ერთად ალ პაჩინო და კიფერ საზერლენდი მონაწილეობენ. წითელ ხალიჩაზე მილა იოვოვიჩის ქალიშვილს Dior-ის 2027 წლის Resort კოლექციის კაბა ეცვა.

ნიკოლა პელც ბექჰემი ვენეციაში Kinéo Awards-ზე იმყოფებოდა, სადაც მას Rising Star Award გადაეცა. ცერემონიას ბრუკლინ ბექჰემთან ერთად დაესწრო. ნიკოლას Balenciaga Haute Couture-ის იისფერი კაბა ეცვა, ბრუკლინს კი Dior-ის შავი სმოკინგი.

სიდნი სუინი ვენეციაში ვინტაჟური Giorgio Armani-თ ვიხილეთ. მსახიობს მოდის სახლის 2000 წლის შემოდგომა–ზამთრის კოლექციის კაბა ეცვა.

ბიანკა ბალტი ვენეციის კინოფესტივალის გახსნის ცერემონიასა და დენი ბოილის ფილმის „Ink“ პრემიერას დაესწრო. იტალიელ მოდელს Ilya Migmoon Couture-ის სპეციალურად მისთვის შექმნილი ღია ვარდისფერი კაბა ეცვა, რომლის მთავარი დეტალი ფრთების მსგავსი სკულპტურული კონსტრუქცია იყო. ლუქი ვენეციის სიმბოლოს, წმინდა მარკოზის ლომის, ერთგვარ ინტერპრეტაციად შეიქმნა.

პამელა ანდერსონს ვენეციაში გამართულ amfAR Gala-ზე Calvin Klein Collection-ის ნარინჯისფერი ატლასის კაბით ემოსა. იმავე საღამოს მსახიობს amfAR Award of Courage გადაეცა.

ლესლი ბიბი „Wild Horse Nine“-ის პრემიერას ArdAzAei-ის 2026 წლის Fall Couture კოლექციის კაბით დაესწრო.
