იაპონიის უძველესმა საცხობმა სიყვარული პურის ინგრედიენტად აქცია. Nec Corp-ის AI ტექნოლოგიამ კიმურაიას არტიზანულ საცხობთან ერთად სიყვარულის გემოთი გაჟღენთილი “Ren AI Pan” შექმნა. ხელოვნურმა ინტელექტმა გემოების ინსპირაცია იაპონური რეალითი შოუდან “Today I Fell In Love” აიღო. შეყვარებულთა საუბრებისა თუ იაპონური სასიყვარულო სიმღერის ტექსტების გაანალიზებით AI-მ ხუთი განსხვავებული გემო შექმნა, რაც სიყვარულის სხვადასხვა ეტაპებს წარმოადგენენ, მათ შორის, პირველ შეხვედრას, პირველ პაემანსა და ეჭვიანობას, რომლის გემოც Ren AI Pan-ის მიხედვით ტკბილი კარტოფილის, ქიშმიშისა და ტრიუფელის ზეთის არომატებისგან შედგება.
ხელოვნური ინტელექტის მიერ განსაზღვრული გემოების პალიტრის გამოყენებით კიმურაიას მცხობლები თითოეულ პურს სიყვარულით ამზადებდნენ. ყურადღებას უთმობდნენ არა მხოლოდ გემოებს, არამედ ცოცხალ ფერებს, ვიზუალურ მხარეს, რომელიც სწორედ იმ ემოციებთან ასოცირდება, რომლის გამოწვევაც ინგრედიენტებით სურთ. საცხობის მიზანია ამ ინოვაციით ახალგაზრდა აუდიტორია მიიზიდოს. საბაზრო კვლევის თანახმად, რომელიც კიმურაიას საცხობმა და ტექნოლოგიურმა კომპანიამ ერთად ჩაატარეს, Gen Z-ს თაობა უფრო და უფრო ნაკლებადაა დაინტერესებული სასიყვარულო ურთიერთობებით. ახალგაზრდებს პურის გასინჯვა შეყვარებულობის განცდას უჩენს და სურვილს აღუძრავს, რომ იგივე შეგრძნებები რეალურ ცხოვრებაშიც გადმოიტანონ.
“AI Romance Bread” კლიენტებს კულინარიულ თავგადასავალს სთავაზობს. მომხმარებლები შეიძლება გამოუსწორებელი რომანტიკოსები იყვნენ ან უბრალოდ კულინარიის მოყვარულები, რომელთაც გასტრონომიისა და ხელოვნური ინტელექტის კოლაბორაციამ დააინტერესათ. პურის გაყიდვა კიმურაიას ონლაინ მაღაზიასა და კანტოს რეგიონის სუპერმარკეტებში 1 თებერვალს დაიწყო.
“Ren AI Pan” ერთგვარი ინოვაციაა, რომელიც გვაჩვენებს, რომ ყველაზე ტკბილი მომენტები ფქვილით, შაქრითა და ტექნოლოგიების მაგიით იქმნება. კიმურაიას პურის ყველა ნაჭერი სიყვარულითაა გაჯერებული და რომანტიკული მოგზაურობა მისი ყოველი ლუკმითა და გემოს რეცეპტორების მეშვეობით იწყება.
ოქტომბრის ცა ოცნებებზე და მიზნებზე, ეს შთამაგონებელი დრამაა, რომელიც ჰომერ ჰიკამის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული. ახალგაზრდას დასავლეთ ვირჯინიაში, ერთადერთი მომავალი ესახება - მამამისის კვალს გაჰყვეს და ადგილობრივ ქვანახშირის მაღაროში დაიწყოს მუშაობა.
მზის სხივების ქვეშ გატარებულმა ზაფხულის თვეებმა გარუჯული კანით დაგვიტოვა. მზის ზემოქმედება, სითბო და გარემო ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი კანისა და სხეულის მდგომარეობაზე. დღევანდელ სტატიაში პლასტიკური ქირურგი - მარიამ წივწივაძე იმ პროცედურებს გაგიზიარებთ, რომლებიც ზაფხულის შემდგომ კანისა და სხეულის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ.
Carolina Herrera-ს ახალი სურნელი მეტია, ვიდრე უბრალოდ სუნამო - ეს არის ოდა მიძღვნილი თანამედროვე ქალისადმი. 18 სექტემბერს ისი პარიმ ქალები დახურულ ვახშამსა და სუნამოს პრეზენტაცია მიიწვია.