#კულინარია

რეცეპტი: TIk Tok ტრენდი - ფეტას პასტა

გაზიარება:

TikTok-ერი თუ ხართ ეს რეცეპტი აუცილებლად გეცოდინებათ და თუ კი არ ხართ, არც ახლა არის გვიან დარეგისტრირდეთ მორიგ სენსაცია ქსელში, სადაც არაერთ, თქვენთვის საინტერესო იდეას მოიძიებთ.  მოკლედ, დღევანდელი ჩვენი სტატია გამომცხვარი ფეტას პასტას ეძღვნება, რომელიც უბრალოდ ძალიან, ძალიან გემრიელია! ფინელმა ფუდბლოგერმა @liemessa ეს კერძი სენსაცია, ჯერ კიდევ 2019 წელს შექმნა და მას შემდეგ მთელი მსოფლიო თითქოს შეიშალა და ამ პასტის სხვადასხვა ვარიაციებს გვთავაზობს. განა ცოტა რეცეპტი არსებობს ან შექმნილა, მაგრამ მანამდე ვერ მიხვდებით მის სუპერპოპულარობას, მანამ ერთხელ მაინც არ მოამზადებთ. შებრაწული ჩერი პომიდორი, წვნიანი ფეტა ყველი, მმმ... აქ სიტყვები მართლაც რომ ზედმეტია. ჰო, სანამ თავად რეცეპტზე გადავალ, მინდა გითხრათ, რომ ეს კერძი კიტრი-პომიდვრის სალათაზე მარტივი მოსამზადებელია. 

პასტა

ინგრედიენტები

• ნახევარი კილო ჩერი პომიდორი

• ფეტა ყველი

• 1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი

• მარილი

• შავი პილპილი

• 1 კბილი ნიორი 

• 1/4 ჭიქა ბაზილიკის ფოთლები

რეცეპტი:

ნაბიჯი ერთი: იდეალური პასტა

აბა კარგად დაფიქრდით, პასტა გსურთ მოამზადოთ, თუ კარგად მოხარშული მაკარონი, რომელსაც ზევიდან რძის დასხმა თუ მოუხდება?! თუ გსურთ რომ პასტა მოამზადოთ, სასურველია 10 წუთზე მეტი არ მოხარშოთ ან შეფუთვაზე მითითებული ხარშვის დრო გაითვალისწინოთ. ჰო, სანამ პასტას წყალში ჩავყრით, წყალი ავადუღოთ, დავუმატოთ მწიკვი მარილი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.

ნაბიჯი ორი: იდეალური სოუსი

ჩერი პომიდორი მოათავსეთ ღუმელისთვის გამოსადეგ ჭურჭელში/ტაფაზე, ცენტრში მოათავსეთ ფეტა ყველი, როგორც დედოფალი და მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და შედგით ღუმელში, რომელიც წინასწარ 180 გრადუსზე გექნებათ გახურებული. მომზადებას სჭირდება 30 წუთი, მანამდე კი შეგიძლიათ ტიკტოკერობას მიჰყვეთ. 

ტიკ-ტოკ, 30 წუთი გავიდა. დროა გამოვიღოთ ჩვენი კერძი ღუმელიდან. მოაყარეთ პილპილი, ბაზილიკი, ნიორი, აურიეთ ერთმანეთში და შეურიეთ წინასწარ გამზადებული, ალ დენტე პასტა. მმმმ. გემრიელია! 

ზევით