#კულინარია

რეცეპტი: სტაფილოს უგემრიელესი სუპი

გაზიარება:

შემოდგომის ოდნავ სუსხიანი ამინდები იდეალური პერიოდია ჩვენი სუპებისა და კრემ-სუპების რეცეპტების გასახსენებლად და კომფორტულად მოსაკალათებლად. თუკი ჯერაც არ აღმოგიჩენიათ მადისაღმძვრელი და საოცრად გემრიელი წვნიანის რეცეპტი, მაშინ მზად ვართ ის If.ge-სთან ერთად გაგიზიაროთ. გვერწმუნეთ, ეს სუპი არა მხოლოდ თქვენი, არამედ თქვენი ოჯახის წევრების და განსაკუთრებით პატარების საყვარელი საჭმელი იქნება.

ინგრედიენტები:

  • სტაფილო 3-4 ცალი
  • ხახვი 2 ს.კ.
  • ნიორი 2 კბილი
  • ბოსტნეულის ნახარში 300 გრ.
  • ფორთოხლის წვენი 100 გრ.
  • ჯინჯერის ფხვნილი ნახევარი ჩ.კ.
  • კარაქი/ზეითუნის ზეთი 1 ს.კ.
  • ქინძი 1 ს.კ.
  • მარილი
  • პილპილი

მომზადების წესი:

ცხელ ტაფა-ქვაბში მოათავსეთ კარაქი/ზეითუნის ზეთი, ნიორი და ხახვი, კარგად მოთუშეთ და დაამატეთ სტაფილო, მოურიეთ.
მიღებულ მასას დაუმატეთ ბოსტნეულის ნახარში და ფორთოხლის წვენი, აგრეთვე დაუმატეთ მარილი, პილპილი და ჯინჯერი და აადუღეთ 15-20 წთ.

გადმოდგით ცეცხლიდან, მასა გადაიტანეთ ბლენდერში,დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და დააბლენდერეთ.

ზევით