#კულინარია

რეცეპტი: ჯანსაღი და მარტივი პასტა ბოსტნეულით

გაზიარება:

სწრაფი, მარტივად მოსამზადებელი და გემრიელი სადილისთვის ბოსტნეულების სხვადასხვა ვარიაციით შექმნილი პასტა ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია. ერთი მხრივ ორგანიზმს დიდი რაოდენობით ვიტამინებს ვაწვდით, მეორე მხრივ კი გემრიელი კერძს მივირთმევთ. 

ბუნებრივია, ბოსტნეულის სიმრავლიდან გამომდინარე, ამ კერძის არა ერთი ვარიანტი არსებობს, თუმცა დღეს If.ge-თან ერთად, ერთ-ერთ ვარიაციას შემოგთავაზებთ, რომელიც ჩვენი აზრით საუკეთესო ბოსტნეულის პასტის წოდებას იმსახურებს.

ინგრედიენტები:

  • მწვანე ბულგარული 1 ცალი
  • წითელი ბულგარული 1 ცალი
  • ბროკოლი 70 გრ.
  • კომბოსტო 70 გრ.
  • პასტა 300 გრ.
  • პომიდვრის წვენი 200 გრ.
  • ზეითუნის ზეთი 2 ს.კ.
  • ორეგანო ნახევარი ჩ.კ.
  • როზმარინი ნახევარი ჩ.კ.
  • ბაზილიკი ნახევარი ჩ.კ.
  • მარილი ნახევარი ჩ.კ.
  • დაღერღილი წიწაკა

მომზადების წესი:

1. მოხარშეთ პასტა მარილიან წყალში. პომიდვრის წვენში ჩაყარეთ ორეგანო, როზმარინი, ბაზილიკი, მარილი და დაღერღილი წიწაკა.

2. გამოსაცხობ ჭურჭელში მოათავსეთ პასტა. მოაყარეთ ბოსტნეული და მოასხით სოუსი.

3. მოათავსეთ ღუმელში 180° გრადუსზე 30 წთ.

ზევით