#მოგზაურობა

ქვეყნებს შორის არსებული ყველაზე უცნაური საზღვრები

გაზიარება:

De Biergrens-ის ლუდის მაღაზიის ერთი კარი შეგიძლიათ ნიდერლანდებში შეაღოთ, მეორე კი ბელგიაში, ორი ქვეყნის საზღვარზე მოქცეულ მაღაზიაში ორ ტელეფონსაც შეხვდებით, ერთი ბელგიის ტელეკომის სისტემასთანაა დაკავშირებული, მეორე კი ჰოლანდიურთან, De Biergrens-ში ორი სალარო აპარატიც კი დგას, თუთიოეული ქვეყნითვის განკუთვნილი. ასე მარტივად, ყოველგვარი მავთულხლართებისა და სასაზღვრო კონტროლის გარეშე, სულ რაღაც ერთ ნაბიჯში შეგიძლიათ ორი ქვეყნის საზღვარი გადაკვეთოთ და გზად ავთენტური ლუდიც დააგემოვნოთ.

საუკუნეების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სადავო მიწები დღეს ასფალტზე თეთრი ჯვრებით არის გამოყოფილი და ის სასაზღვრო ქალაქის არა მხოლოდ ერთი მაღაზიის, არამედ კაფეების, საცხოვრებელი სახლებისა და სავაჭრო მაღაზიების ნაწილებზეც გადის.

მთებიდან - კაფეებამდე, სამყარო სავსეა, De Biergrens-ის მსგავსი, სხვა ქვეყნებში გადასასვლელი უცნაური და ლამაზი გზებით, რომელთა შესახებ დღეს გიამბობთ.

მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასაზღვრო გადასასვლელი ევერესტზე მდებარეობს და ის ჩინეთსა და ნეპალს ყოფს ერთმანეთისგან და ალბათ ერთ-ერთ ყველაზე რთულ გადასალახ საზღვრადაა მიჩნეული.

კიდევ ერთი დიდი საზღვარი, შვედეთსა და დანიას აკავშირებს. თითქმის 16 კმ სიგრძის ხიდი, სახელწოდებით Øresund Bridge, აკავშირებს შესანიშნავი ურთიერთობის მქონე ორ ქვეყანას და თუკი ფიქრობთ, რომ ეს ხიდი ზღაპრულია, ისიც უნდა იცოდეთ, რომ დანიის მხარეს ხიდი ასევე წყალქვეშა გვირაბში გადის, ის უსაფრთხოების მიზნით შეიქმნა და საჰაერო მიმოსვლისთვის ზედაპირს თავისუფალს ტოვებს. 

საერთაშორისო საზღვრების უმრავლესობა მისასალმებელი ნიშნებით ან სულაც საბაჟო ოფისებით იყოფა, თუმცა არა პოლონეთი-უკრაინის შემთხვევაში. საზღვარი, რომელიც ორი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გადის, 2011 წელს იაროსლავ კოზიარას მიერ Land Art Festival-ისთვის მოიხატა, მოსავლის წრითა თა ორ ნაწილად გაყოფილი თევზით, რომელიც ორ ქვეყანას შორის ერთიანობი სიმბოლოდ არის აღიარებული.

ეძებთ ბიუჯეტურ საშუალებას ერთი ქვეყნიდან მეორეში მოსახვედრად? მაშინ, ესპანეთსა და პორტუგალიას შორის დამაკავშირებელი საბაგირო გზა თქვენთვისაა. მართალია, თან ბარგს ვერ წაიღებთ, თუმცა სასიამოვნო გამოცდილებას ნამდვილად მიიღებთ და რამდენად სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, პორტუგალიის მიწაზე დაშვებისას პასპორტი დაგჭირდებათ.

სატელიტის მიერ გადაღებულ ფოტოზე, ხმელეთზე რეალური საზღვრის ნაკლებად „უხეშ“ ვერსიას ვხედავთ, რომელიც შეიძლება მსოფლიოში ყველაზე საშიშ საზღვრადაც კი მივიჩნიოთ. სურათზე, განათებული ნაწილი სამხრეთ კორეას ეკუთვნის, ჩაბნელებული ნახევარი კი ჩრდილოეთ კორეის შემადგენელი ნაწილ გახლავთ.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კონტროლირებადი საზღვარი შვედეთსა და ნორვეგიას ჰყოფს. ეს ფაქტიურად არის ხაზი გზაზე და შეგიძლიათ ერთი ქვეყნიდან მეორეში ნახტომითაც კი გადახვიდეთ.

ზემო ლუსატიის აღმოსავლეთში არის სამმაგი საზღვარი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან გერმანია, ჩეხეთი და პოლონეთი. ამ ეტაპზე, საზღვრები აღინიშნება ქვეყნების დროშებით და ევროპული დროშით, რომელიც აერთიანებს მათ, რადგან ისინი ყველა ევროკავშირის შემავალი ქვეყანაა. შესაძლოა, სამმაგი საზღვარი არც ისე უნიკალურია, თუმცა ისინი ყოველთვის მიმზიდველია ტურისტებისთვის. ვის არ სურს თქვას, რომ ერთდროულად 3 ქვეყანას ეწვია?

ერთი შეხედვით უღიმღამო პაწაწინა მაღაზია სახელად Jim's Corner, სინამდვილეში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის დამაკავშირებელ სასაზღვრო პუნქტს წარმოადგენს, რომელიც ვიდეო ტელეფონის ორი ხაზით არის აღჭურვილი, ბუნებრივია ერთი მათგანით ამერიკაში შეძლებთ ზარის განხორციელებას, მეორის დახმარებით კი კანადაში.

 

ზევით