#სამეფო ოჯახი

პრინცესა დიანას სვიტერის სიმბოლური მნიშვნელობა, რომელიც აუქციონზე $1.1 მილიონად გაიყიდა

გაზიარება:

პრინცესა დიანას ნაქონმა სვიტერმა გაყიდვების რეკორდი მოხსნა, მან კურტ კობეინის $334,000 გაყიდულ პულოვერსაც კი გადაასწრო და აუქციონზე $1,1 მილიონად გაიყიდა. რატომ არის ასეთი ღირებული ცხვრების პრინტიანი წითელი სვიტერი, ჩნდება ლოგიკური კითხვა და მასზე პასუხი ალბათ მის ისტორიაშივე უნდა ვეძებოთ.

1981 წელს, გრანდიოზულ სამეფო ქორწილამდე ერთი თვით ადრე, 19 წლის დიანა სპენსერი, საქმროს პრინც ჩარლზის პოლოს მატჩზე უბრალო, ნაქსოვი სვიტერით მივიდა. დიზაინი, რომელიც Warm&Wonderful-ის მიერ გახლდათ შექმნილი, თეთრ ცხვრებს აერთიანებდა ერთადერთ შავ ცხვართან ერთად. დიანას ეს ჩაცმულობა მყისიერად იქცა სენსაციად, ნაწილობრივ იმის გამოც, რომ საზოგადოებამ მიიჩნია სამოსი, ლედი დიანასთვის გზავნილის საშუალებას წარმოადგენდა და ის საკუთარ თავს სწორედ იმ შავ ცხვრად აღიქვამდა სამეფო ოჯახის გარემოცვაში.

დიზაინი, უნებლიედ იქცა პრინცესას ერთ-ერთ ყველაზე საკულტო არჩევნად თაობების განმავლობაში, მან იმდენად დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რომ 2022 წელს Rowing Blazers-მა Warm&Wonderful-თან თანამშრომლობით ხელახლა გამოუშვა წითელი სვიტერი.

როგორც ჩანს სვიტერი მნიშვნელოვანი იყო უელსის პრინცესაასთვისაც, 1981 წლსი პოლოს მატჩის შემდეგ, დიანას ასისტენტმა Warm & Wonderful-ის დამფუძნებლებს ჯოანა ოსბორნს და სალი მუირს მისწერა, რომ სვიტერი დაზიანებული იყო და პრინცესა დიანა მის შეკეთებას სთხოვდა.

მიუხედავად იმისა, პრინცესა დიანამ სვიტერი ათწლეულების წინ გაუგზავნა დიზაინერებს შესაკეთებლად, როგორც ჩანს ის მფლობელთან არასდროს დაბრუნებულა. მხოლოდ ამ წლის დასაწყისში, ოსბორნმა (ერთ-ერთმა დიზაინერმა) პრინცესა დიანას ნაქონი სვიტერი სხვენში იპოვა. „ძველ ქსოვის ნიმუშს ვეძებდი და ვფიქრობდი, რომ იქ ბევრი რამ იქნებოდა საინტერესო. მოულოდნელად, ეს ძველი ღვინის ყუთი დავინახე კუთხეში და გავიფიქრე: რა არის იქ? შეიძლება ის იყოს? ” - იხსენებს ოსბორნი. დიზაინერებმა გადაწყვიტეს, რომ ამ სვიტრის შენახვა მათი მხრიდან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვდა, სწორედ ამიტომ ის Sotheby's-ს გადასცეს.

ზევით