#სილამაზე

პრემიერ სპა და დიბი ცენტრი მუხაძეზე - თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობისთვის

გაზიარება:

საკუთარ თავზე ზრუნვა ჩვენი მენტალური, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობის საწინდარია. დადებითი ენერგიის მომნიჭებელი აქტივობა კი ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. უკვე დიდი ხანია ერთ-ერთი ასეთი აქტივობა სპა ცენტრში სიარულია, სადაც შეგვიძლია განვიტვირთოთ და ჩვენი სხეული გავანებივროთ. 

დიბი მილანო

რას ველით კარგ სპა ცენტრში? გამოცდილი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით გავაცნობთ დღეს მკითხველს „პრემიერ სპა და დიბი ცენტრს მუხაძეზე“ - სპა და ესთეტიკური მედიცინის სერვისს, მრავალწლიანი გამოცდილებით, ტექნოლოგიური სიახლეებით და გამორჩეული ბუნებრივი შედეგებით. 

„პრემიერ სპა და დიბი ცენტრი მუხაძეზე“ ერთადერთი ცენტრია საქართველოში, რომელსაც იტალიის #1 პროფესიული კოსმეტიკის ბრენდის - „დიბი მილანოს“ - მიერ, მინიჭებული აქვს „დიბი ცენტრის“ სტატუსი

dibi milano

„პრემიერ სპა და დიბი ცენტრი მუხაძეზე“ ქართულ ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა და ამ 15 წლის მანძილზე, უამრავი კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი შეიძინა. პრემიერ სპა და ესთეტიკის ცენტრი სპა და ესთეტიკური სერვისების საინტერესო ნაზავს გვთავაზობს და პროცედურების ფართო სპექტრს სასიამოვნო, მშვიდ და კომფორტულ გარემოში წარმოგვიდგენს. 2022 წლიდან „პრემიერ სპასა და დიბი ცენტრს მუხაძეზე“ პრემიალური მომსახურებაც დაემატა.

dibi milano

ესთეტიკური ცენტრი ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: პირველი ველნეს პროცედურებია, რაც პრევენციულ- გამაჯანსაღებელ პროცედურებს მოიაზრებს, მათ შორის დეტოქს პროცედურებს, სამკურნალო-პროფილაქტიკურ მასაჟებს, სპა-რიტუალებს და ანტისტრესულ პროცედურებს. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ის ესთეტიკურ პროცედურებს აერთიანებს, რომლებიც ისეთი პრობლემების გამოსწორებაზეა მიმართული, როგორებიცაა: აკნე, ნაოჭები, მოშვებული კანი, პიგმენტაცია, ცელულიტი, სხეულის კანისა და კუნთების მოდუნება, გაცხიმოვნება, კანის სიმშრალე და ასე შემდეგ.

პრემიერ სპა და დიბი ცენტრს ორი არაჩვეულებრივი ინფრაწითელი და ორთქლის საუნაც გამოარჩევს, რომლებიც წამყვანი ევროპული კომპანიის - NOLA 7-ის მიერ გახლავთ შექმნილი და დაპროექტებული. 

თუ თქვენთვის შესაფერისი საუნას შერჩევა გსურთ, მაშინ გირჩევთ გაითვალისწინოთ, რომ ინფრაწითელი საუნა ორგანიზმში ღრმად შეღწევის უნარისა და შედარებით დაბალი ტემპერატურის წყალობით (45-50 გრადუსი ცელსიუსი) ყოველდღიურად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ინფრაწითელი საუნა ეფექტურია ცელულიტის, ალერგიის, ეგზემას, დერმატიტის, აკნეს, ქერტლისა და ფსორიაზის დროს. 

დიბი მილანო

ინფრაწითელი საუნა მიღწევაა მათთვის, ვისაც დაბალი წნევა, გულის პრობლემები, სპორტული ტრავმები, ართრიტი და ქრონიკული დაღლილობა აწუხებთ.

რაც შეეხება ორთქლის საუნას, ჰიმალაის მარილის კრისტალებით, ის გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად, დაღლილობის მოსახსნელად, ენერგიის აღსადგენად და კუნთების ელასტიკურობის ასამაღლებლად. ეს უკანასკნელი საშუალო ტემპერატურაზე (45-60% C) მოქმედ 100%-იანი ტენიანობის ოთახს წარმოადგენს, სადაც თავს საუცხოოდ იგრძნობთ. საუნის კიდე ერთი დამატებითი ელემენტია ჰიმალაის მარილის კრისტალი, რომელიც ჰაერის იონიზაციას უზრუნველყოფს.

„პრემიერ სპასა და დიბი ცენტრში მუხაძეზე“ ყველა პროცედურა იტალიელი პარტნიორების მიერ შემუშავებული დეტალური მეთოდოლოგიის მიხედვით, უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე და უცხოელი პარტნიორების მიერ მომზადებული კვალიფიციური კოსმეტოლოგების და მასაჟისტ - თერაპევტების მიერ სრულდება. პირველი ვიზიტი სახის, ან სხეულის მდგომარეობის სრულ დიაგნოსტიკას MDB ანალიზატორით მოიცავს.

„პრემიერ სპა და დიბი ცენტრი“ შეგიძლიათ გრიგოლ მუხაძის #22-ში აღმოაჩინოთ, სასურველი ვიზიტის დაჯავშნას კი სულ რამდენიმე წუთში ონლაინ, ბმულზე გადასვლით შეძლებთ. 

ზევით