#მოდა

საუკეთესო მომენტები ნიუ-იორკის მოდის კვირეულიდან

გაზიარება:

ნიუ-იორკის მოდის კვირეულმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს ქალაქი გახლავთ გლობალური მოდის ეპიცენტრი. ამ სეზონზე, მოდის კვირეულზე დიზაინერებმა წარმოგვიდგინეს არამხოლოდ ნატიფი, დახვეწილი კოლექციები, არამედ საკმაოდ თამამი სამოსი ციფრული შოუებით. ექვსდღიანმა მოდის მარათონმა უდიდესი შთაბეჭდილება დაგვიტოვა თავისი დაუვიწყარი მომენტებით, ინოვაციური დიზაინითა და საინტერესო კოლაბორაციებით.

მაიკლ კორსმა კოლექცია იტალიის არტიზანულ კულტურას მიუძღვნა. "დიზაინერისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ისეთი ადამიანების პოვნაა, რომლებსაც შენი იდეების რეალიზება შეუძლიათ. ამას იტალიელი არტიზანები ჩემთვის უკვე 35 წელია აკეთებენ" - ამბობს მაიკლ კორსი.

Michael Kors, New York fashion week, მაიკლ კორსი, ნიუ-იორკის მოდის კვირეული
ფოტო: JP Yim/ Getty Images

კოლექცია იმ ადამიანების შრომას ეძღვნება, რომლებიც სამოსს ხორცს ასხამენ და ხელით ისეთ შედევრებს ქმნიან, რისი ტარებაც ყველას ასე ძალიან გვიყვარს.

Michael Kors, New York fashion week, მაიკლ კორსი, ნიუ-იორკის მოდის კვირეული
ფოტო: JP Yim/ Getty Images

Tory Burch-მა კი კოლექციის ინსპირაციის ძიებისას სპორტს მიაკითხა. დიზაინერმა სპორტული სამოსის ელემენტებს თანამედროვე, მოდური ელფერი შესძინა. კოლექციის მისია კი ის არის, რომ სამოსში გამოწყობილმა ადამიანებმა თავდაჯერებულად იგრძნონ თავი.

"ჩემთვის ყველაფერი ქალების ირგვლივ ტრიალებს", - ტორი ბერჩი.

Tory Burch, ნიუ-იორკის მოდის კვირეული, New-York Fashion Week

მე სამოსს არ ვქნი იმის მიხედვით, თუ რას ჩავიცვამდი თავად. ჩემს შემოქმედებაში ჩანს, თუ როგორ ვხედავ ქალებს. ჩემს წარმატებას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად თავდაჯერებულად და ძლიერად გრძნობენ ქალები ჩემს სამოსში თავს, - აღნიშნავს დიზაინერი.

Tory Burch, ნიუ-იორკის მოდის კვირეული, New-York Fashion Week
ფოტო: launchmetrics.com

უეს გორდონის მიერ, კაროლინა ჰერერასთვის შექმნილ კოლექციაში დომინანტ ადგილს შავი, თეთრი, ღია ვარდისფერი და მკვეთრი ყვითელი ფერები იკავებდნენ. კოლექციას სახელად "Optimism At Play" ჰქვია. უეს გორდონის დიზაინებს მკვეთრი ფერები და თვალშისაცემი სილუეტები ყოველთვის ახასიათებდათ. ნიუ-იორკის კვირეულის პოდიუმზეც უზარმაზარი ყვითელი კაბით ირინა შეიკი გამოჩნდა.

ნიუ-იორკის მოდის კვირეული, New-York Fashion Week, ირინა შეიკი, კაროლინა ჰერერა
ფოტო: Launchmetrics

ურბანული, რეალური გარემო გახდა სტუარტ ვევერსის ინსპირაციის წყარო. Coach-ის კოლექცია ამერიკული კლასიკის ხელახალი ინტერპრეტაციის მცდელობაა. ნიუ-იორკის პოდიუმი Smart&Casual სტილის სამოსმა დაიპყრო. ვიხილეთ სპორტულ ტანსაცმელზე შემოცმული პიჯაკები თუ აბრეშუმის, კლასიკური კაბები სპორტულ ფეხსაცმელთან ერთად.

coah, new-york fashion week, ნიუ-იორკის მოდის კვირეული

რალფ ლორენი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ექსტრავაგანტური ჩვენებით წარსდგა. ჩვენება Hamptons-ში გაიმართა და მოდელებმა Ralph Lauren Collection, Purple Label და Polo Ralph Lauren-ის ნაზავი წარადგინეს. პოდიუმზე ნაომი კემპბელი და კრისტი ტერლინგტონი გამოჩნდნენ.

ნაომი კემპბელი, რალფ ლორენი, ნიუ-იორკის მოდის კვირეული, New-York Fashion week, Ralph Lauren
ფოტო: Emily Malan

კოლექცია ზუსტად ესადაგებოდა Hamptons-ის სანაპიროს, ზღვის ესთეტიკას. ფერების პალიტრაში თეთრი და ცისფერი დომინირებდა.

რალფ ლორენი, ნიუ-იორკის მოდის კვირეული, New-York Fashion week, Ralph Lauren
ფოტო: Emily Malan

2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციისთვის ინსპირაციად ტომი ჰილფიგერმაც საზღვაო ესთეტიკა ამოარჩია. ოღონდ, სამოსი ძირითადად ჰილფიგერის დამახასიათებელ წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი.

ტომი ჰილფიგერი, ნიუ-იორკის მოდის კვირეული, New-York Fashion Week
ფოტო: Caitlin Ochs

სხვა HIGHLIGHT-ები

პოპვარსკვლავი რიანა ბრენდ Alaïa-ს ჩვენებას დაესწრო. ბრენდის კოლექციაზე კრეატიულმა დირექტორმა პიტერ მულიერმა იმუშავა.

Alaia, New-York Fashion Week, ნიუ-იორკის მოდის კვორეული, კენდალ ჯენერი

Alaïa, ნიუ-იორკის მოდის კვირეული, New-York Fashion Week
ფოტო: Gotham/ Getty Images

Kim Shui-ს ჩვენებაზე ოლიმპიური ჩემპიონი ჯორდან ჩაილსი გამოჩნდა.

Kim Shui, ნიუ-იორკის მოდის კვირეული, New-York Fashion Week
ფოტო: John Lamparski/ Getty Images

გამორჩეული იყო Grace Ling-ის კოლექციაც, რომელშიც მეტალი მთავარ გმირად იქცა და დიზაინერმა სიურრეალისტური, ფანტასტიკური ლუქები შექმნა. სამოსი სკულპტურას მოგვაგონებს, რომელიც თითქოს მოდელის სხეულზეა გამოქანდაკებული.

Grace Ling, ნიუ-იორკის მოდის კვირეული, New-York Fashion Week
ფოტო: Grace Ling

ღრმა დეკოლტეები და უზომოდ მოკლე ქვედაბოლოები კვირეულზე წარდგენილ Off-White-ის კოლექციის მთავარი ხაზი გახდა. კოლექცია იბრაჰიმ კამარას წინაპრების სამშობლოში, განაში მოგზაურობით იყო შთაგონებული.

Off-White, ნიუ-იორკის მოდის კვირეული, New-York Fashion Week
ფოტო: JP Yim
Off-White, ნიუ-იორკის მოდის კვირეული, New-York Fashion Week
ფოტო: Off-White

Wiederhoeft-ის დიზაინერმა კორსეტი შოუს მთავარ ელემენტად აქცია. ამ ბრენდის საქორწინო კოლექცია ნებისმიერი ზომის სამოსს გვთავაზობს. პოდიუმზეც, სამოსი სხვადასხვა წონისა და სიმაღლის მოდელებმა წარადგინეს.

Wiederhoeft, ნიუ-იორკის მოდის კვირეული, New-York Fashion Week
ფოტო: launchmetrics.com
ზევით