ნეაპოლური პიცა მარგარიტა ფილმიდან Eat Pray Love

ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ ჯულია რობერტსის შესრულებული როლი, ელიზაბეტ გილბერტის ბესტსელერად ქცეული ავტობიოგრაფიული რომანის „ჭამე, ილოცე, შეიყვარეს“ (Eat, Pray, Love) ეკრანიზაციაში, უფრო ზუსტად კი მომენტი, როდესაც ჯულიას პერსონაჟი, ნეაპოლში უგემრიელეს პიცა მარგარიტას მიირთმევს.

ეს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი წუთებია ფილმში, ჯულია რობერტსის პერსონაჟის გულწრფელი აღიარება, სასიყვარულო ურთიერთობა პიცასთან და იმთავითვე მადისაღმძვრელი ნეაპოლური პიცა, რომელიც დანახვისთანავე ტელეპორტაციის უნარის არქონით გვასევდიანებს. მართალია, არ შეგვწევს იმის უნარი, რომ შუაგულ ნეაპოლში აღმოვჩნდეთ და თავად დავაგემოვნოთ მსოფლიოში უგემრიელესი პიცა, თუმცა ის დანამდვილებით შეგვიძლია, ნეაპოლური ცეცხლი საკუთარ სამზარეულოში დავანთოთ და კუთვნილი მარგარიტათი დავტკბეთ.

მაშ ასე, თქვენ წინაშეა ლეგენდად ქცეული ნეაპოლური პიცა მარგარიტას რეცეპტი:

ინგრედიენტები 1 პიცისთვის

1 ბურთი ნეაპოლური პიცის ცომი (იხილეთ ქვემოთ)

80 გრ ტომატის სოუსი (იხილეთ ქვემოთ)

4-5 ახალი რეჰანის ფოთოლი

პარმეზანი, მოსახეხად

1 ს/კ ზეითუნის ზეთი

80 გრ მოცარელა

ნეაპოლური პიცის ცომი:

1000 გრ ფქვილი 

2 გრ ახალი საფუარი

620 მლ მდუღარე წყალი

30 გრ ზღვის მარილი

ტომატის სოუსი (საკმარისია 4 პიცისთვის):

1 x 400 გრამი პომიდორი

მწიკვი ზღვის მარილი

პიცის ცომის მოსამზადებლად:

მაგიდის შუაში მოამზადეთ ფქვილის მთა, ფქვილის შუა ნაწილში გააკეთეთ ღრმული, პარალელურად წყალში გახსენით საფუარი, მას შემდეგ რაც საფუარი კარგად გაიხსნება, მესამედი შეურიეთ ცომს და წრიული მოძრაობებით დაიწყეთ ფქვილის და წყლის შერევა. ცენტრიდან დაიწყეთ ცომის ხელით მოზელა, თანდათან შეაზილეთ ფქვილი გვერდებიდან, პროცესში დაუმატეთ ზღვის მარილი.

5 წუთი განმავლობაში ხელებით ზილეთ ცომი მაგიდაზე ისე, რომ იგი გლუვი და ელასტიკური გახდეს. დაამრგვალეთ ცომი და მოათავეთ ის თასში. ზემოდან დაახურეთ სამზარეულოს ხელსახოცი, გააჩერეთ ცომი ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში, სანამ თქვენი ცომი ორჯერ არ გაიზრდება ზომაში.

პომიდვრის სოუსი:

ძველი ნეაპოლურ მეთოდით პომიდორი ხელით ჩაჭყლიტეთ დიდ თასში, ამის შემდეგ მოაყარეთ ცოტა მარილი გემოვნებით და სულ ეს არის!

გადავიდეთ პიცის მომზადების ტექნიკაზე:

გააბრტყელეთ ცომი ცალკეულ ნაწილებად, გირჩევთ 230 გრამიანი ბურთულები გამოიყვანოთ.

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი, ამის პარალელურად გააბრტყელეთ ცომი და მოათავსეთ ის გაცხელებულ ტაფაზე, ცომის შუაში დაასხით პომიდვრის სოუსი და გადაანაწილეთ კიდეებიდან 1½ სანტიმეტრით.

რამდენიმე წუთში მოაყარეთ რეჰანი, გახეხეთ ცოტა პარმეზანი და მოასხით ზეითუნის ზეთი. მას შემდეგ, რაც პიცის ძირი გაყავისფრდება, დაამატეთ მოცარელა და შედგით პიცა ღუმელის ყველაზე მაღალ ნაწილში.

როდესაც პიცის ქერქი მოყავისფრო ფერს მიიღებს, თქვენი ნეაპოლურ პიცა მზად არის, გემრიელად მიირთვით.

ზევით