მსოფლიოს ულამაზესი ქალაქები

მსოფლიოში 4 400-ზე მეტი ქალაქია, რომელთა შორის დიადი რომი და ულტრა-მოდერნისტული შანხაია, პაწაწინა ადამსტაუნი, მიკრო-მოსახლეობითა (48 მოქალაქე) და წყალში მოტივტივე ვენეცია, იდილიური არხებითა და თვალწარმტაცი კოშკებით გარემოცული. დიახ, ძალიან ლამაზ დედამიწაზე ვცხოვრობთ, კიდევ უფრო ლამაზ, ადამიანის ხელით შექმნილ ქალაქებში. მაშ ასე, წარმოგიდგენთ (ჩვენი აზრით) ყველაზე ლამაზ ხუთ ქალაქს, სადაც მოგზაურობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ღირს.

| 1 | ჯაიპური, ინდოეთი

ჯაიპური

ინდოეთი ცალკე განზომილებაა გასაოცარი კულტურით. ამ გასაოცარ კუთხეში ყოფნისას, აუცილებლად უნდა მოინახულოთ ვარდისფერი შეფერილობის, გეომეტრიული ჯადოქრობის ჯაიპურის სასახლის კომპლექსი, რომელიც 1734 წელს მეფის მიერ იქნა აგებული და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეყვანილი.

| 2 | ჩეფჩაუენი, მაროკო

Chefchaouen, Morocco

რიფის მთებში სილურჯეში ჩაფლული ქალაქი მეთხუთმეტე საუკუნეში აუშენებიათ. მაროკოს სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ჩეფჩაუენი მყუდრო და ვიწრო ქუჩებით გამოირჩევა, ხოლო ლურჯი შეფერილობა ამ ქალაქს იდუმალებასა და მისტიკურობას სძენს.

| 3 | კარტახენა, კოლუმბია

კარტახენა კოლუმბია

ლამაზი, ფერადი და მყუდრო, ეს ის ასოციაციებია, რომელიც კარტახენაზე პირველივე მომენტიდან გაგიჩნდებათ. ლიმნისფერი სახლები ანდალუსიურ სტილში, ეგზოტიკური ხილით ინსპირირებული არამხოლოდ სახლის ფერები, არამედ ფინჯანი, თეფში, კაბა და ქუდებიც კი და მუსიკა, კოლუმბიური, შეიგრძენით? 

| 4 | ფლორენცია, იტალია

ფლორენცია, იტალია

ფლორენცია თავად იტალიაა. ის ჰარმონიულად აერთიანებს რომის პომპეზურობას, ვენეციის რომანტიკულ განწყობას და ვატიკანის სიდიადეს. ფლორენცია ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია მსოფლიოში. სწორედ აქ შექმნა დანტემ „ღვთაებრივი კომედია“, ტოსკანურ დიალექტზე რომ დაწერა, და რომელიც შემდეგ ლიტერატურულ იტალიურს საფუძვლად დაედო.

| 5 | მესტია, საქართველო

ჩვენ ვიფიქრეთ, რომ მსოფლიოს ყველაზე ჯადოსნური ქალაქების ტოპ-ხუთეულში აუცილებლად ყოფილიყო მესტია. ეს მისტიკური ქალაქი ნამდვილად იმსახურებს გლობალური ტურისტების მეტ ყურადღებას. სვანური კოშკები და უნიკალური ტაძრები საინტერესო, ინდივიდუალური და უდიდესი ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე ნაწილია არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურისა.

ზევით