კაია გერბერის წითელი ლუქი
კაია გერბერმა FX-ის სერიალის „The Shards“ პიარკამპანიის დროს Alaïa-ს 2026 წლის შემოდგომის კოლექციის წითელი კაბა მოირგო. წითელი კი 2026 წლის შემოდგომის ერთ-ერთი მთავარი ფერია.
ფლორენციაზე ვერ იტყვით, რომ ეს კიდევ ერთი იტალიური ქალაქია. ფლორენცია თავად იტალიაა. ფლორენცია ჰარმონიულად აერთიანებს რომის პომპეზურობას, ვენეციის რომანტიკულ განწყობას და ვატიკანის სიდიადეს.

ფლორენცია რენესანსის აკვანია – მიქელანჯელოს დავითი და ბოტიჩელის ვენერაა.
აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ: ბოკაჩო, მაკიაველი, ჯოტო, დონატელო და სხვა დიდი ოსტატები. ფლორენცია ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია მსოფლიოში. სწორედ აქ შექმნა დანტემ „ღვთაებრივი კომედია“, ტოსკანურ დიალექტზე რომ დაწერა, და რომელიც შემდეგ ლიტერატურულ იტალიურს საფუძველად დაედო.
გამომყევით The Diary-ს ინსტაგრამზე და ჩემთან ერთად ნამდვილ ფლორენციაში გამოგზაურებთ.