#მოგზაურობა

მსოფლიოს 20 ყველაზე საინტერესო ისტორიული ადგილი

გაზიარება:

მუდმივი ცვლილებების პერიოდშიც კი არსებობს რაღაც უცვლელი, მარადიული, რომელთა რიცხვსაც ისტორიული ძეგლები, უძველესი ციხესიმაგრეები თუ მონასტრები მიეკუთვნებიან. სულაც არ არის საჭირო ინდიანა ჯონსად ქცევა და მტვრიანი რუკებით ძიება იმ ადგილებისა, რომლებიც ერების, ცივილიზაციების ისტორიას განასახიერებენ, ზოგჯერ მათი მიგნება და აღმოჩენა ერთი სტატიითაც კი არის შესაძლებელი. 

1. ელცის ციხესიმაგრე გერმანიაში, ვირშემში მდებარეობს, მისი მფლობელები 850 წლის განმავლობაში ამავე გვარის წარმომადგენლები იყვნენ.

2. პრაღის მთავარ მოედანზე, 600 წლის, მსოფლიოს უძველესი ასტროლოგიური საათი ჯერ კიდევ მუშაობს, ის ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

3. Spitzhäuschen - ვიწრო, ნახევრად ხის სახლი აშენდა 1416 წელს, მისი მიგნება ბერნკასტელ-კუესში, გერმანიაშია შესაძლებელი.

4. Mont Saint Michel საფრანგეთში.

5. სიყვარულის გვირაბი უკრაინაში.

6. სუმელას მონასტერი, ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, რომელიც დაარსდა დაახლოებით 386 წელს, ციცაბო კლდეში, 1200 მეტრის სიმაღლეზე, ტრაპიზონის პროვინცია, თურქეთი.

7. წმინდა მარიამის და წმინდა ფინანის ძველი ეკლესია, შოტლანდია.

8. მაცუმოტოს ციხე, მაცუმოტო, იაპონია, დათარიღებული გვიანი მე-16 საუკუნით.

9. ბურგ ჰოხოსტერვიცი, კირქვის კლდეზე აგებული ციხე, რომელიც პირველად ტექსტში 860 წელს იყო მოხსენიებული და მე-16 საუკუნემდე, მუდმივად მიმდინარეობდა მისი გამაგრება. ციხესიმაგრე დღემდე ხევენჰულერების ოჯახს ეკუთვნის. ლოკაცია: კარინთია, ავსტრია.

10. ედინბურგის ციხე და მისი ნახევარმთვარის ბატარეა ძველი ქალაქის ვენელის კიბეებიდან მოჩანს, ედინბურგი, შოტლანდია.

11. მე-15 საუკუნით დათარიღებული, მოედანი Plaza Mayor არის მთავარი საჯარო სივრცე ესპანეთის დედაქალაქის მადრიდის გულში.

12. ბარსელონაში, ლეგენდარული საგრადა ფამილიას, რომლის დიზაინი ანტონი გაუდის ეკუთვნის, მშენებლობა 1882 წელს დაიწყო და ის ჯერაც არ დასრულებულა. 

13. მე-17 საუკუნით დათარიღებული შაჰ ჯაჰანის მეჩეთი პაკისტანში, უნიკალურია აგურისგან გეომეტრიული სიზუსტით ნაგები არქიტექტურით.

14. მე-15 საუკუნით დათარიღებული კოკას ციხე ცენტრალურ ესპანეთში.

15. მალადევის ტაძარი მადჰია პრადეში, ინდოეთი, ნაგები 850 წელს, პირდაპირ კლდეში, შემორჩენილია თითქმის პირვანდელი სახით.

16. კიოლნის საკათედრო ტაძარი. გოტიკური არქიტექტურული შედევრი, აშენების წლები: 1248 - 1880 წლები.

17. ვილა ფარნეზი, მე-16 საუკუნის ხუთკუთხა რენესანსის სასახლე, რომელიც აშენებულია ციხე-სიმაგრის საძირკველზე ქალაქ კაპრაოლაში, ვიტერბოში, ჩრდილოეთი ლაციო, იტალია.

18. ფატიმა მასუმეს ტაძრის ჭერი, ირანი.

19. ფორტ ბურტანჟი, ნიდერლანდები.

20. ტალღისებრი შენობები, დანია.

ზევით