#მოგზაურობა

Monaco Yacht Show 2023 სტარტს 27 სექტემბერს აიღებს

გაზიარება:

Monaco Yacht Show არის სუპერ იახტების ყველაზე პრესტიჟული ჩვენება მსოფლიოში. საკულტო ღონისძიება აერთიანებს ექსკლუზიურობას, ბრწყინვალებას და ინოვაციურობას. 2023 წლისთვის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იახტ შოუ Port Hercule-ში, მარინას ყურეში 27 სექტემბერს აიღებს სტარტს და 30 სექტმებრის ჩათვლით გაგრძელდება. 4 დღის განმავლობაში, მონაკოს ყურე 600-მდე იალქნებით, იახტებითა და გემებით დაიფარება, რომლებიც მონაკოს უნიკალურ მცურავ ფლოტსაც გააერთიანებს. ხუთ თემატურ ზონაში, იახტ შოუს დამსწრე საზოგადოებას შეეძლება პირადად მიიღონ სათავგადასაცლო გამოცდილება, მიმოხილვის, გასეირნებისა და ზედა გემბანისა თუ ლაუნჯის დათვალიერების შესაძლებლობით.

Monaco Yacht Show 2023 კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს მრავალი ინოვაციური იახტის მოდელის დებიუტს აუდიტორიის წინაშე, მოსალოდნელია, რომ შოუს 30 000 ნაოსნობის მოყვარულსა და მყიდველს გააერთიანებს. მონაკო იახტ შოუ არის მსოფლიოში სახელგანთქმული ღონისძიება, რომელმაც საკუთარი რეკორდი 2019 წელს, 600 გამოფენილი იახტითა და 31,565 დამსწრე საზოგადოებით დაამყარა.

ეს სავაჭრო გამოფენა იდეალური შესაძლებლობაა მათთვის, ვინც მონაკოს მონახულებას შემოდგომაზე, სექტემბრის მიწურულს აპირებს. პორტ-დე-მონაკოს ექსკლუზიურ გარემოში თქვენ მოგეცემათ უნიკალური შესაძლებლობა საკუთარი თვალით იხილოთ 120-ზე მეტი სუპერიახტა, რომლის სიგრძე 25-დან 100 მეტრამდე მერყეობს.

2022 წელს, Monaco Yacht Show-ს ორგანიზატორების მთავარ საზრუნავად, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის დაინტერესება იქცა. სამწლიანი განვითარების პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს, იახტ შოუზე პირველად გაიხსნა საგამოფენო ზონა, რომელმაც მდგრადი გადაწყვეტილებები და იახტები ერთ კონტექსტში გააერთიანა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ძვირადღირებული იახტები, რომლებიც მშენებლობის პროცესიდან დაწყებული, წესდებით დამთავრებული, სრულად ინოვაციური ტექნოლოგიებით შეიქმნა, რომელმაც გარემოზე ზიანის შემცირების საკითხი წინა პლანზე წამოწია. 

სავარაუდოა, რომ მდგრადი გადაწყვეტილებები აქტიურად იქნება განხილული და გამოფენილი წლევანდელ შოუზეც.

ზევით