დროა მშვიდ ფუფუნებას გამოვემშვიდობოთ! Mob-Wife ესთეტიკა 2024 წლის მოდური მომენტის მთავარი ტრენდია. მაქსიმალიზმმა სოციალური ქსელები შტორმით აიღო და ახალი წლის დადგომიდან სულ რაღაც 1 თვის შემდეგ, ცალსახად გამორჩეულ მოდურ აკვიატებად იქცა. ბეწვის მოსაცმელები, ტყავის მასალისა და ლეოპარდის პრინტის კომპინაცია, მკვეთრი აქსესუარები და ფუფუნების შეგრძნება - Mob-Wife ესთეტიკას, მოდური გოგოების სოციალური ქსელებით დაწყებული, ოტ-კუტიურის ჩვენებების ქუჩის სტილით დამთავრებული, ყველგან შეხვდებით.


ზუსტად რას მოიაზრებს ახალი ტრენდი? Mob-Wife მკვეთრ, ხმამაღალ მაკიაჟს, ვარცხნილობას, სამოსსა და აქსესუარებს მოიცავს. ტრენდულ სტილს გამოხატული ხასიათი აქვს, რადგან ტრენდი მაფიოზების ცოლების ეკრანულ სტილს იმეორებს. დიახ, ის ძლიერი, თამამი და შეუვალი ხასიათის მატარებელია.

ახალი მოდური ტრენდი, HBO-ს ნამდვილ ჰიტად ქცეული სერიალის The Sopranos 25 წლის იუბილეს ემთხვევა. TikTok-ის მომხმარებლები, Mob-Wife ესთეტიკის ერთ-ერთ განმსაზღვრელად, სწორედ The Sopranos, პერსონაჟების, კარმელა სოპრანოსა და ადრიანა ლა სერვას ჩაცმულობებს იყენებენ. ცხადია, ეს პარალელები შემთხვევითობად არავის მიუღია. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ HBO-მ ახალი ტრენდი, გენიალური მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილად გამოიყენა და ის მართლაც მუშაობს.

როგორც ჩანს, ახალ მოდურ ტრენდზე საკუთარი აზრის გამოხატვის სურვილი ფრენცის ფორდ კოპოლასაც კი გაუჩნდა. არ მოგესმათ, საკულტრო ტრილოგიის, Godfather-ის რეჟისორმა სოციალურ ქსელში Mob-Wife-ს პოსტი მიუძღვნა.
„დაიან კიტონის პერსონაჟის, კაის სტილის შთაგონებად ჩემი მშვენიერი მეუღლე, ელეანორი იქცა და ვიცოდი, რომ დაიანმა ელი პირად მაგალითადაც აქცია,“ - დაწერა კოპოლამ.

ბუნებრივია, ისეთმა ცნობილმა სახეებმა, როგორებიც: რიანა, ჰეილი ბიბერი, კენდალ და კაილი ჯენერები, თუ სხვები არიან, ტრენდი პირველებმა მოირგეს. პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე რიანა Saint Laurent-ის ტყავის მოსაცმელში გამოწყობილი ვიხილეთ, რომელსაც შარფის სილუეტი და ოქროსფერი დეტალი გამოარჩევდა.

კაილი ჯენერის მაღალი მოდის კვირეულის ვოიაჟი, სრულად Mob-Wife ესთეტიკის გამოძახილი გახლდათ. თუმცა, Jacquemus-ის ჩვენებისთვის მორგებული ბეწვის წითელი მოსაცმელლი, ამ ტრენდის საუკეთესო მაგალითია - წლის ყველაზე აქტუალური ფერისა და ფაქტურის კომბინაციით.
GET INSPIRED:
PHOEBE FAUX FUR COAT
ყიდვა
Bree belted faux-fur coat
ყიდვა
Crumpled Drop Earrings
ყიდვა
Leopard-print pony-hair Mary Jane flats
ყიდვა