#ცნობილები

ეპოქის დასასრული: მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-ის ცხოვრება ფოტოებში

გაზიარება:

1926 წლის 21 აპრილს, დიდი ბრიტანეთის სამეფო კარზე დაბადებული გოგონა ელისაბედი ტახტის მემკვიდრეთა რიგში მესამე იყო - ბიძის ედუარდ VIII-ისა და მამის ჯორჯ VI-ს შემდეგ. ლილიბეტის დაბადებისას, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ელისაბედი ოდესმე ტახტს დაიკავებდა, თუმცა მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდა.

მომავალი დედოფლის დაბადებიდან 10 წლის შემდეგ, მისმა ბიძამ, რომელსაც სამეფო ტახტი მემკვიდრეობით ეკუთვნოდა, საკუთარ გვირგვინზე უარი განაცხადა და მოვალეობა უმცროს ძმას გადაულოცა. სწორედ მაშინ, ცხადი გახდა, რომ ელისაბედი მომავალი მონარქი გახდებოდა.

1926 წ - მეფე ჯორჯ VI და დედოფალი პატარა ელისაბედთან ერთად

1947 წლის ნოემბერში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, პრინცესა ელისაბედმა ცხოვრება დიდ სიყვარულს - პრინც ფილიპს დაუკავშირა. სამეფო წყვილმა ერთად სიყვარულითა და ბედნიერებით სავსე 73 გაატარა, მათ 4 შვილი, 8 შვილიშვილი და 12 შვილთაშვილი აერთიანებდათ. ელისაბედისა და ფილიპის სიყვარულმა მოიარა მთელი მსოფლიო ავსტრალიიდან ამერიკამდე, აფრიკიდან ინდოეთის ჩათვლით ბრიტანულ ერთა თანამეგობრობის დროშის ქვეშ.

1930 წ - პრინცესა ელისაბედი, პრინცესა მარგარეტი და დედა დედოფალი

და მხოლოდ გასული წლის აპრილის თვეში, 73-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, დედოფალი ელისაბედ II ტახტის მართვას საუკეთესო მეგობრისა და თანამგზავრის გარეშე განაგრძობს.

დღეს, 8 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში დიდებული ეპოქა დასრულდა - დედოფალი ელისაბედ II 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მმართველის ცხოვრება სავსე იყო ყველაზე ნათელი მოგონებებით, საყვარელი ადამიანებითა და დიდი ტკივილითაც. წარმოგიდგენთ ლილიბეტის 96 წელს ფოტოებში.

1934 წ - პრინცესა ელისაბედი პონიზე უიძორის დიდ პარკში
1936 წ - პრინცესა ელისაბედი და მისი კორგი
1937 წ - სამეფო ოჯახი საოჯახო პორტრეტში
1940 წ - პრინცესა მარგარეტთან ერთად პირველი რადიო ეთერი
1945 წ - მეორე მსოფლიო ომის დროს, პირველადი დახმარების მანქანის წინ მდგომი ელისაბედი
1945 წ - სამეფო ოჯახი და უინსტონ ჩერჩილი VE Day-ს ცერემონიაზე
1946 წ - პრინცესა ელისაბედი და პრინცესა მარგარეტი
1947 წ - პრინცესა ელისაბედის 21-ე დაბადების დღის რადიო მიმართვა
1947 წ - პრინცესა ელისაბედი და პრინცი ფილიპი ნიშნობისას
1947 წ - პრინცესა ელისაბედისა და პრინცი ფილიპის ქორწილი
1948 წ - პრინცესა ელისაბედი პრინც ჩარლზთან ერთად
1950 წ - პრინცესა ელისაბედი და პრინცი ფილიპი პრინცესა ანას ნათლობის შემდეგ
1952 წ - პრინცესა ელისაბედი და პრინცი ფილიპი Ascot-ზე
1952 წ - დედოფალ ელისაბედ II-ის კორონაციის დღე

 

1956 წ - დედოფალი ელისაბედ II და მერილინ მონრო

 

1960 წ - დედოფალი და პრინცი ენდრიუ
1961 წ - აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედი და ჟაკლინ კენედი ბუკინგემის სასახლეში
1965 წ - დედოფალი და პრინცი ფილიპი Trooping the Colour ცერემონიაზე
1969 წ - დედოფალი ელისაბედ II და რიჩარდ ნიქსონი
1976 წ - დედოფალი ელისაბედ II და აშშ-ის პრეზიდენტი გერალდ ფორდი თეთრ სახლში
1977 წ - დედოფლის ვერცხლის იუბილე
1982 წ - პრინცი ფილიპისა და პრინცესა დიანას ქორწილი
1986 წ - დედოფალი და პრინცი ფილიპი ჩინეთის დიდ კედელზე
1997 წ - დედოფალი და პრინცი ფილიპი პრინცესა დიანას ხსოვნას მიაგებენ პატივს
2003 წ - საოჯახო პორტრეტი დედოფლის კორონაციიდან 50 წლის იუბილეზე
2005 წ - პრინცი ჩარლზის და კორნვოლის ჰერცოგინიას ქორწილის დღე
2009 წ - დედოფალი ელისაბედ II ხვდება ბარაკ და მიშელ ობამებს
2011 წ - პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილების ცერემონია
2018 წ - პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი
2021 წ - დედოფალი ელისაბედ II ემშვიდობება პრინც ფილიპს
2022 წ - დედოფალ ელისაბედ II-ის 96 წლის იუბილე
ზევით