#მოგზაურობა

მიკონოსი & სანტორინი: Mamma Mia!-ს ჩვენეული საზაფხულო მიმართულებები

გაზიარება:

ფირუზისფერ ზღვაში მიმოფანტული საბერძნეთის კუნძულები დიდი ხანია იმ სიის უპირობო ლიდერებად გვევლინებიან, რომლებიც ყოველი ზაფხულის ზღაპრული მიმართულებისკენ გვირჩევენ გეზის აღებას. საბერძნეთს აქვს ყველაფერი, რითაც შეიძლება თითოეული ტურისტი მარტივად მოიხიბლოს, უძველესი ისტორია, კულტურა, უგემრიელესი სამზარეულო და ჯადოსნური კუნძულები, რომლებიც დაუვიწყარი მოგზაურობისკენ გვიხმობენ.

ყოველ ზაფხულს, საბერძნეთის ციკლადები დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსული ტურისტებით ივსება, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა, მათ შორის ანდროსი, მილოსი და პაროსი ჩვენს ყურადღებას იმსახურებენ, ყველაზე დიდი პოპულარობით მაინც სანტორინი და მიკონოსი სარგებლობენ. აეროპორტებით და ადვილად მისადგომი რეგულარული ბორნებით ეს კუნძულები საბერძნეთის მიწაზე ყოველი ახალი ფეხდადგმული ტურისტის საყვარელ მიმართულებადაა მიჩნეული.

უსაზღვრო პოპულარობის ფონზე, ორივე კუნძული ახერხებს მოლოდინის 100%-ით გამართლებას, სანტორინის კალდერას კლდეებზე ნანახი განსაცვიფრებელი მზის ჩასვლები თუ მიკონოსის გიჟური ღამის ცხოვრების მომენტები ის დაუვიწყარი მოგონებებია, რომლებიც არასდროს დაგავიწყდებათ, ყველაზე მთავარი კი მაინც ის არის, რომ ციკლადებში მოგზაურობა შეიძლება იყოს ისეთივე მშვიდი ან ენერგიული, როგორც ამას თავად მოისურვებთ.

მიკონოსი

კუნძული მიკონოსი მე-16 საუკუნით დათარიღებული, მიმოფანტული ქარის წისქვილებით არის ცნობილი, ზღვისპირა ტავერნებისაა და გათენებამდე გაგრძელებული წვეულებების გარდა, რაც მიკონოსზე ღამის ცხოვრების მოყვარულებს მაგნიტივით იზიდავს, კუნძულს აგრეთვე გირუზისფერი სანაპიროები, მომხიბვლელი პორტები და ულამაზესი სოფლები გამოარჩევს.

გამორჩეული სასტუმრო

მიუხედავად იმისა, რომ მიკონოსი ბუტიკ სასტუმროების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, თქვენც ყურადღებას Katikies Mykonos-სკენ მივმართავთ, რომელიც ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, რომელიც Agios Ioannis-ის სანაპიროს 32 აპარტამენტიდან გადაჰყურებს, რომლებიც კერძო ჯაკუზებითა და აუზებით არის აღჭურვილი. საფეხურიანი, ღია ტერასა საშუალებას გაძლევთ სრულად ჩაიძიროთ ეგეოსის ზღვის ხედებში, ხოლო აუზის ფართო ტერიტორიები გთავაზობთ უამრავ შესაძლებლობას დაისის საყურებლად.

სად ვჭამოთ?

არსებობს რეალური საბაბი, რომლის გამოც Kiki’s Taverna ერთ-ერთ საკულტო რესტორნად არის მიჩნეული კუნძულზე, მისმა უზარმაზარმა რიგებმა არ შეგაჩინოთ, ოკეანის განსაცვიფრებელ ხედებს და რესტრონის უგემრიელეს ტრადიციულ ბერძნულ კერძებს ამ დროის კომპენსირება ნამდვილად შეუძლიათ.

აგრეთვე გეტყვით, რომ პარაგას სანაპიროზე, მიკონოსის ერთ-ერთი უძველეს რესტორანს Tasos Taverna-ს შეგიძლიათ მიაგნოთ, რომელიც იდეალური არჩევანია მზის აბაზანების მიღების შემდეგ შუა დღის განცხრომაში გასატარებლად.

აქტივობები

გირჩევთ, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ კუნძული ისე, რომ ერთი დილა მაინც არ გამოყოთ მიკონოსის ქალაქის ქუჩებში სახეტიალოდ. ხშირად საფოსტო ბარათებზე გამოსახული ციკლადური სოფელი ხის ფანჯრებიანი ქვითკირის სახლებითა და ფერადი კარებით თქვენს მოხიბვლას, უდავოდ, მოახერხებენ.

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქალაქის ცენტრში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ისეთი დიზაინერული მაღაზიები, როგორებიცაა: Louis Vuitton, Dior, Gucci და მრავალი სხვა, თუმცა განსხვავებული გამოცდილების მისაღებად, გირჩევთ ბაზრობას ესტუმროთ, სადაც შეძლებთ აღმოაჩინოთ ადგილობრივი წარმოების ტყავის სანდლები და სამკაულები.

სანტორინი

კუნძული სანტორინი რეალურადაც ზუსტად ისეთივე თვალწარმტაცია, როგორც ფოტოებზე. ცისფერ გუმბათოვანი თეთრი შენობები კალდერას კიდიდან გადმოჰყურებენ, ზღვას და მის განსაცვიფრებელ ხედებს. მას შემდეგ, რაც 1950-იან წლებში მიწისძვრამ სერიოზულად დააზიანა სანტორინის ინფრასტრუქტურა, კუნძულის ოფიციალურმა პირებმა დიდი ყურადღება დაუთმეს მის აღდგენას და ერთ-ერთ გამორჩეულ ტურისტულ ლოკაციად ქცევას, რაც ბრწყინვალედ გამოუვიდათ, რადგან სანტორინი, ყოველწლიურად, დაახლოებით 2 მილიონ ვიზიტორს იზიდავს.

მის ცოცხალ მეზობელთან მიკონოსთან შედარებით, სანტორინის ატმოსფერო უფრო მოდუნებული და რომანტიკულია. 

გამორჩეული სასტუმრო

როდესაც ოცნებობთ ციკლადებში მოგზაურობაზე, Chromata არის ზუსტად ის, რისგანაც ოცნებები იქმნება სოფელ იმეროვიგლის უმაღლეს წერტილში, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "ეგეოსის აივანი", სასტუმრო გვთავაზობს 22 ელეგანტურ, გამოქვაბულის მსგავს აპარტამენტს, რომელთა უმეტესობა მოიცავს საკუთარ კერძო აუზებს. არაფერი შეედრება Chromata-ს აივნებიდან დანახულ ხედებსა და მზის ჩასვლას.

სად ვჭამოთ?

ამუდის ყურის იდილიური პორტი ის Must See ადგილია სანტორინიზე, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. მდებარეობს ოიას ქვემოთ და მისადგომი მხოლოდ ციცაბო ქვის საფეხურებით აქვს, თუმცა მოკლე ლაშქრობის დასასრულ ერთმანეთზე უკეთესი ტავერნების აღმოჩენას შეძლებთ. აიღეთ ოკეანის პირას მაგიდა და დააგემოვნეთ ხრაშუნა ანჩოუსები, კუნძულის ცნობილი ფავას ლობიო და ტარამოსალატა.

აქტივობები

საბერძნეთის ერთ-ერთ ჯადოსნურ კუნძულზე იმყოფებით, სადაც არ არსებობს უკეთესი აქტივობა, გარდა კერძო იახტის ტურის მოწყობისა. გაატარეთ დღე სანტორინის გარშემო, მიიღეთ მზის აბაზანები პირდაპირ გემბანზე, დააგემოვნეთ კუნძულის ცნობილი ღვინო, ჩაიძირეთ კრისტალურად გამჭვირვალე ეგეოსის ზღვაში და ბოლომდე შეიგრძენით თქვენი ცხოვრების მთავარი პერსონაჟისეული მომენტები.

ზევით