#კულინარია

მათრობელა მსხლის დესერტი

გაზიარება:

„მათრობელა მსხალი“ - ეს სახელი ძალიან მოუხდებოდა ამ მარტივ და უგემრიელეს დესერტს, რომელიც ღვინით განთქმულ შემოდგომას განსაკუთრებით უხდება.

ინგრედიენტები:

1 ფორთოხალი

6 მსხალი

1  ბოთლი წითელი ღვინო

3/4 ჭიქა შაქარი ან ¼ ჭიქა თაფლი

2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

1 ცალი დარიჩინის ჩხირი

სერვირებისთვის: ვანილის ნაყინი ან ყველი მასკარპონე

რეცეპტი:

მსხალს მოაცილეთ კანი და მოათავსეთ ქვაბში, დაამატეთ წითელი ღვინო და 1 ფორთოხლის წვენი. დაუმატეთ ვანილი, შაქარი ან თაფლი და დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ.

როგორც კი მსხალი დარბილდება გასაციებლად მოათავსეთ ჯამში, წვენი კი მანამ მოხარშეთ, სანამ კარამელიზების პროცესს არ დაიწყებს და არ შესქელდება. ეს მასა შემდგომ გამოგადგებათ დესერტის გასაფორმებლად.

ლამაზ თეფშზე მოათავსეთ რამდენიმე ნაჭერი ფორთოხალი, დარიჩინის ჩხირი, მსხალი, ვანილის ნაყინი ან ყველი მასკარპონე და ზემოდან მოასხით ღვინის მასა. დესერტი შეგიძლიათ მიირთვათ ცივ ნაყინთან თბილი დესერტის კომბინაციით  ან შედგათ მაცივარში და იმავე ან მეორე დღეს გამოიტანოთ სუფრასთან.

მსხლის დესერტი

Bon Appétit!
ზევით