#კულინარია

მარტივად მოსამზადებელი კლასიკური კრემოვანი ჰუმუსი

გაზიარება:

ყველას უყვარს ბოსტნეულის გიგანტური თეფშის შუაში ჰუმუსის დანახვა, ის იმ უნივერსალურ მარტივად მოსამზადებელ ხემსს მიეკუთვნება, რომლის ხილვაც ყველგან რელევანტურია. ჩვენ ჯერ არ შეგვხვედრია ადამიანი, რომელსაც ჰუმუსი არ უყვარს, თუმცა თუ ფიქრობთ, რომ ახლა მხოლოდ მოგწონთ ჰუმუსი, მაშინ ჩვენს რეცეპტს დაელოდეთ, რომელიც სახლის პირობებში უგემრიელესი ჰუმუსის მომზადების ტექნიკას გაგიზიარებთ.

მაინც რა არის ჰუმუსი? - ის მრავალსაუკუნოვანი კერძი გახლავთ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში წარმოიშვა. წიწაკის, ტაჰინის (სეზამის პასტის), ზეითუნის ზეთისა და ნივრისგან დამზადებული ჰუმუსის ყიდვა სუპერმარკეტებშიც შეგიძლიათ, თუმცა სახლში დამზადებული ჰუმუსი ბევრად უკეთესია.

ინგრედიენტები:

მუხუდო

დაფქული წითელი წიწაკა

ზეითუნის ზეთი

ნიორი

ოხრახუში

პაპრიკა

ტაჰინი (სეზამის პასტა)

ლიმონის წვენი

მარილი

მომზადების წესი:

1. ჩაყარეთ ყველა ინგრედიენტი მაღალი სიმძლავრის ბლენდერში.
2. აურიეთ სანამ გლუვი არ გახდება - მართლაც, ნამდვილად გლუვი, (დასჭირდება დაახლოებით ხუთი წუთი).
3. გადაიტანეთ სასურველ ჯამში და მის გვერდით განათავსეთ სასურველი ბოსტნეული, სტაფილოს, ყვავილოვანი კომბოსტოს, ბროკოლის და კიტრის მსგავსად. სერვირების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ხრაშუნა ჩიფსები და ფეტა.

ზევით