#კულინარია

ლობიოს ცხარე სალათი

გაზიარება:

ლობიოთი მომზადებული კერძები განსაკუთრებულად ნოყიერი და სასარგებლოა, რომელიც მარტივად განაყრებთ და ხორცეულის მაგივრობასაც გიწევთ. ამ მხრივ ჩემი სალათი განსაკუთრებულია, იმიტომ, რომ ის სამი სახეობის ლობიოს აერთიანებს და საჭირო ენერგიით გამარაგებთ, რაც ჯერ კიდევ სუსხიან დღეებთან გამკლავებაში გეხმარებათ.

ინგრედიენტები

1 ს/კ ქოქოსის ზეთი

1 ც ხახვი (გაფცქვნილი და წვრილად დაჭრილი)

3 თავი ნიორი (დანაყილი)

3 ც სტაფილო (გაფცქვნილი და გახეხილი)

1 კონა ნიახური (წვრილად დაჭრილი)

400 გრ ლობიო (მოხარშული)

400 გრ თეთრი ლობიო (მოხარშული)

400 გრ შავი ლობიო (მოხარშული)

400 მლ პომიდვრის სოუსი

1 ს/კ წითელი წიწაკის სუნელი

½ ს/კ პილპილი

2 ს/კ დაფქვილი კვლიავი

1 კონა ცოცხალი ბაზილიკა (წვრილად დაჭრილი)

1 კონა ცოცხალი ქინძი (წვრილად დაჭრილი)

1 ც ავოკადო (გაფცქვნილი და დაჭრილი)

1 ც ლაიმი (ოთხად გაჭრილი)

მომზადების წესი

საშუალო ცეცხლზე დადგით ქვაბი, ჩაასხით ქოქოსის ზეთი და ცოტა ხნის შემდეგ დაუმატეთ ხახვი, ნიორი, სტაფილო და ნიახური. ცეცხლზე მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. ცეცხლს დაუწიეთ. ქვაბში ჩაყარეთ სამივე სახეობის ლობიო, ჩაასხით პომიდვრის სოუსი და მოაყარეთ სუნელები. გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. პერიოდულად მოურიეთ. მოაყარეთ ბაზილიკა და ცეცხლზე 1-2 წუთით კიდევ დატოვეთ. კერძი პატარა ჯამებში გადაანაწილეთ და გვერდით დაჭრილი ქინძი, ავოკადო და ლაიმი მიუწყვეთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ გახუხული პურის კუბებიც დაუმატოთ.

ზევით