#ჯანმრთელობა #სილამაზე

გამოვიყენოთ თუ არა ლიმონი და თაფლი სახის კანზე?

გაზიარება:

სილამაზის ინგრედიენტების უმეტესობა ლაბორატორიებში არ მზადდება. ისინი ბუნებაში, მცენარეების, ხილისა და ბალახეულის სახით მოიპოვება. ბუნებრივი ინგრედიენტების დადებითი მხარე მათი სამკურნალო თვისებებია, თუმცა რიგ შემთხვევებში შესაძლოა საქმე გვერდით მოვლენებთანაც გვქონდეს. თაფლი და ლიმონი ის ბუნებრივი ინგრედიენტებია, რომლებიც ჯანმრთელობისა და სილამაზის ინდუსტრიაში ხშირად გამოიყენება, მაგრამ უსაფრთხოა კი მათი სახის კანზე გამოყენება?!

თაფლი, სახის კანი, თაფლის ნიღაბი

სახის კანზე თაფლის გამოყენების დადებითი მხარეები:

მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში თაფლს სახის კანზე ასეულობით წელია იყენებენ. ჩატარებული კვლევების მიხედვით, თაფლის დადებითი თვისებებია:

ანტი ბაქტერიული: თაფლს სხვადასხვა ბაქტერიასთან ბრძოლა შეუძლია. ხშირად თაფლი სახეზე გამონაყარის შესამცირებლადაც გამოიყენება.

ანტიოქსიდანტი და ანთების საწინააღმდეგო: თაფლი ფლავონოიდურ და პოლიფენოლურ ნაერთებს შეიცავს, რომლებიც მას ანტიოქსიდანტის ფუნქციის შესრულებაში ეხმარება. კანზე გამოყენებისას თაფლი ანთებითი ნაერთების აქტივობას ამცირებს, ეს კი კანის სიწითლისა და გაღიზიანების შემცირებას უწყობს ხელს.

ამქერცლავი (ბუნებრივი პილინგი): თაფლი ბუნებრივ ფერმენტებს შეიცავს, რაც კანზე გამოყენებისას მკვდარი უჯრედების მოცილებას უწყობს ხელს.

თაფლის გამოყენება, სახის კანზე, თაფლი, სახის კანის მოვლა

სახის კანზე თაფლის გამოყენების უარყოფითი მხარეები:

მიუხედავად იმისა, რომ სახის კანზე თაფლის გამოყენება ძირითადად უსაფრთხოა, შესაძლოა ზოგიერთს თაფლზე, ან მის რომელიმე კომპონენტზე ჰქონდეს ალერგია. თუ თაფლის მიმართ თქვენი კანის მგრძნობელობაში დარწმუნებული არ ხართ, მარტივი ტესტის გაკეთება შეგიძლიათ, რაც ალერგიული რეაქციის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ:

დაიტანეთ თაფლი სახის კანის პატარა მონაკვეთზე; დაიცადეთ 24 საათი;

24 საათის შემდეგ კანი შეამოწმეთ.

არ უნდა გქონდეთ სიწითლე, ან შეშუპება.

თაფლის კონსისტენციის გამო, სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, ის გაცილებით რთული მოსაცილებელია სახის კანიდან. სახე თბილი წყლით, ნაზი ხელის მოძრაობით ჩამოიბანეთ.

ლიმონი სახის კანზე, ლიმონმჟავა, პილინგი

სახის კანზე ლიმონის გამოყენების დადებითი მხარეები:

სანამ თქვენს კანზე ლიმონის გამოყენების სარგებელზე მოგიყვებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ლიმონი ბუნებრივ ხილმჟავებს შეიცავს, რომლებსაც კანის გაღიზიანება, გაღიზიანება ან დამწვრობის გამოწვევაც შეუძლია.

კვლევების თანახმად, ლიმონს შემდეგი თვისებები აქვს:

ანტიოქსიდანტი: ლიმონის წვენი ბუნებრივ C ვიტამინს შეიცავს, ანტიოქსიდანტს, რომელიც ამცირებს კანის დაზიანებისა და ნაადრევი დაბერების შანსებს.

შემკვრელი თვისებები: მაღალი PH დონის გამო, ლიმონს კანზე ცხიმის გამოყოფისა და ანთების საშიშროების შემცირება შეუძლია.

სოკოს საწინააღმდეგო: ლიმონმჟავას სოკოს საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. მათ შორის, ისეთი იშვიათი შტამების, როგორიცაა Candida (კანდიდოზი).

კანის გაღიავება: ლიმონი შეიცავს მჟავებს, რომლებსაც კანის ბუნებრივად გაღიავების, მათ შორის ასაკობრივი ლაქებისა და აკნეს ნაწიბურების გაქრობის უნარი აქვთ. 

ლიმონმჟავა, სახის კანის პილინგი, სახლის პირობებში

სახის კანზე ლიმონის გამოყენების უარყოფითი მხარეები:

კანის გაღიზიანება: ლიმონის გამოყენებისას ყველაზე გავრცელებული გვერდითი ჩვენება სიმშრალე, აქერცვლა და სიწითლეა. ეს ჩვენებები გაცილებით მწვავე ფორმისაა, თუ კანი ისედაც სენსიტიურია.

მზის მიმართ მგრძნობელობა: ცნობილია, როგორც ფიტოფოტოდერმატიტი, ეს არის კანის რეაქციის ტიპი, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც თქვენს კანზე ციტრუსები მზის სხივებს ექვემდებარება. მას შეუძლია გამოიწვიოს შეშუპება, სიწითლე და ბუშტუკების მსგავსი ლაქები თქვენს კანზე.

ლეიკოდერმია: ასევე ცნობილია, როგორც ვიტილიგო. კანის იმ ადგილებში, რომლებიც ლიმონმჟავასთან დიდი ხნის მანძილზე იყო შეხებაში, ამ დაავადებას დიდი თეთრი ლაქების გაჩენა შეუძლია.

მზისგან დამწვრობა: ლიმონის სახის კანზე მოხმარება მზისგან დამწვრობის რისკებს ზრდის. სენსიტიური კანის შემთხვევაში, დერმატოლოგები სახეზე ლიმონმჟავას გამოყენებას რეკომენდაციას არ უწევენ.

ზევით