ფრანგული კინოს ვარსკვლავი, უმშვენიერესი ლეტიცია კასტა სამსახიობო კარიერამდე ცნობილი მოდელი იყო და ამ ინდუსტრიაშიც ისეთივე პოპულარობით სარგებლობდა, როგორც ამას ახლა კინოსამყაროში ახერხებს. სულ ცოტა ხნის წინ, ლეტიცია სამოდელო სფეროს კვლავ დაუბრუნდა და პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულის ფარგლებში, ფრანგული ბრენდის Ami-ს ჩვენებაზე გამოვიდა.
ლეტიციამ Ami-ს 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან შავი კომბინეზონი და ბეწვის მოსაცმელი მოირგო, პოდიუმზე კი მისთვის დამახასიათებელი დამაჯერებლობით, მომნუსხველი ღიმილითა და ჩვეული შარმით გაიარა.
Am FW22 Show
ლეტიცია კასტას პოდიუმზე გამოჩენამ ჩვენში 90-იანი წლების ნოსტალგია გააღვიძა და ფრანგული მოდის იმ ეპოქაში გადაგვისროლა, რომელშიც ლეტიციამ აიდგა ფეხი და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სუპერმოდელად იქცა. 15 წლის ლეტიცია კასტა კორსიკას სანაპიროზე ფრანგმა ფოტოგრაფმა, ფრედერიკ კრესომ აღმოაჩინა და მისი თვალი არც შემცდარა, ახალგაზრდა კასტას სამოდელო კარიერა ისე მოულოდნელად და სწრაფად განვითარდა, რომ მისი ისტორია დაუჯერებლადაც კი ჟღერდა.
ლეტიცია კასტა გახლდათ Jean Paul Gaultier-სა და Yves Saint Laurent-ის მუზა, 1998 წლიდან ლეტიცია L'Oréal Paris-ის ბრენდამბასადორად იქცა, ამავე წლიდან სუპერმოდელი Victoria's Secret-ის ანგელოზის ტიტულსაც ატარებდა და ბრენდის გრანდიოზულ ჩვენებებშიც მონაწილეობდა. სუპერმოდელი, რომელსაც 100-მეტი ცნობილი გამოცემის ყდა აქვს დამშვენებული და მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმულ ბრენდებთან თანამშრომლობდა, პოდიუმის ნამდვილი ქალღმერთი იყო და ფოტოების თვალიერებისას ამაში თქვენც დარწმუნდებით.
Christian Siriano-მ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. პოდიუმზე კოპლები, ზოლები და კუბოკრული პრინტები ძველი ჰოლივუდის ელეგანტურობასთან ერთად თანამედროვე ფორმებში გაერთიანდა.
Naked Dress წითელი ხალიჩის განუყოფელი ნაწილია. ბოლო პერიოდში, ეს თამამი სტილი მარგო რობიმ, ტეიტ მაკრეიმ და დაკოტა ჯონსონმა მოირგეს და წითელ ხალიჩაზე დაუვიწყარი მომენტები შექმნეს.
სილამაზის მოყვარულთათვის თბილისში კიდევ ერთი ახალი სივრცე გამოჩნდა. Glossy Nail Bar, რომელიც მოსკოვის გამზირზე, N9-ში მდებარეობს ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნა.