#სილამაზე

Le Domaine: ბრედ პიტმა სილამაზის სამყაროში თავის მოვლის ხაზით შეაბიჯა

გაზიარება:

ფინეთში, Sara Hildén-ის მუზეუმში, თომას ჰაუსაგონთან და ნიკ ქეივთან საერთო გამოფენის გახსნის შემდეგ, ბრედ პიტი საზოგადოების გაოცებას არ წყვეტს, მსახიობმა სახელოვნებო წრეებიდან სილამაზის სამყაროში გადაინაცვლა და თავის მოვლის ხაზი Le Domaine წარმოგვიდგინა, შექმნილი ყველა სქესისთვის.

თავის მოვლის ხაზი Le Domaine, რომელიც ბრედ პიტმა ორგანულ მეღვინეებთან, Perrin-ის ოჯახთან ერთად დააარსა, ცდილობს შეანელოს კანის დაბერების პროცესი, რათა ყველამ - განურჩევლად სქესისა და კანის ტიპისა - შეძლოს ლამაზად დაბერება, ნათქვამია კომპანიის ვებსაიტზე.

„არ მინდა სიბერისგან გაქცევა“ - განაცხადა ბრედმა სიახლის გავრცელების შემდეგ, „ეს არის კონცეფცია, რომელსაც ვერ გავექცევით და მე მსურს ვნახო, რომ ჩვენმა კულტურამ უფრო მეტად მოიცვა იგი“ - დასძინა მსახიობმა. პიტს კარგად ესმის რომ მარადიული ახალგაზრდობის იდეა სასაცილოა და ცოტა ზღაპრულადაც ჟღერს, თუმცა ის, რაზეც Le Domaine-ის ბრენდი აშენდა კანის ჯანსაღი მოპყრობის პრაქტიკაა და მას რეალურად შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა.

როგორც Le Domaine-ის ოფიციალური ვებგვერდიდან ირკვევა, პროდუქტები, რომელთა ფასიც $80-დან $385-მდე მერყეობს, შეიცავს ორ ექსკლუზიურ, დაპატენტებულ აქტიურ ინგრედიენტს: GSM10-სა და ProGR3-ს. 

GSM10 დამზადებულია გრენაშის თესლისა და სირას თესლისგან, იგი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა, ანელებს კოლაგენის განადგურების პროცესს და შეუძლია კანის დაბალანსების პროცესს შეუწყოს ხელი. რაც შეეხება ProGR3-ს, ის მზადდება ბუნებრივი მოლეკულების კომბინაციით, რომლებიც გვხვდება მცენარეულ ექსტრაქტებში, ვაზის კალმებში, გვირილასა და მწვანე ჩაიში, ნათქვამია ვებსაიტზე.

კანის მოვლის ასორტიმენტის იდეა გაჩნდა Château Miraval ღვინის ქარხანაში. ვენახის ქონება ამჟამად პიტსა და მის ყოფილ მეუღლეს ანჯელინა ჯოლის შორის სამართლებრივი ბრძოლის ცენტრშია მოქცეული.

„შატო მირავალში ბევრი იდეა დაიბადა, რომელსაც ჩვეულებრივ არ განვიხილავდი. და მისი დიდი ნაწილი არის მდგრადობა, ნულოვანი ნარჩენების იდეა არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ამ სფეროში და მნიშვნელოვანია ჩემთვისაც“ - ბრედ პიტი.

ბრედ პიტის თავის მოვლის ხაზი მთლიანად ფოკუსირებულია „მწვანე სილამაზეზე“, Le Domaine-ის პროდუქტები ვეგანურ-მეგობრულია და დამზადებულია 96%-დან 99%-მდე ნატურალური ინგრედიენტებისგან. 

ზევით