სულ რამდენიმე საათის წინ Casa Mapalarte-ში ჟაკმუსის საიუბილეო ჩვენება გაიმართა, რომელსაც მოდის მოყვარულები მოუთმენლად ველოდით. ჟაკმუსისთვის მოდის ინდუსტრიის ეპიცენტრში ყოფნა უცხო არ არის - ამჯერად დიზაინერმა ზღაპრული, იტალიური ზაფხულის თემატიკით მოგვხიბლა. La Casa რეტროსპექტიული კოლექციაა, რომელიც ფრანგული მოდის სახლის 15 წლიან ისტორიას მიუყვება და ბრენდის მთავარ შტრიხებს ხმელთაშუაზღვისპირულ ესთეტიკასთან აერთიანებს.
ბრენდის ფერადი და დახვეწილი ტანისამოსი განსაკუთრებით უხდება კაპრის, Casa Malaparte-ს და მის გარშემო არსებულ ტირენიის ზღვას. სიმო პორტ ჟაკმუსმა ისტორიული ნაგებობის კიბეები და სახურავი ცნობილი თუ დამწყები მოდელების პოდიუმად აქცია. ჩვენებას ჟან-ლუკ გოდარის ფილმის “Le Mepris” საუნდტრეკი სახელად “Capri” გასდევდა თან. სწორედ იმ ფილმის, რომელიც კურციო მალაპარტეს სახლშია გადაღებული.
მოდელებმა ჩვენების ორმოციოდე სტუმართან შესახვედრად Casa Malaparte-ს ზუსტად 99 საფეხური აიარეს. ჩვენების ერთ-ერთი ვარსკვლავი კორეელი მსახიობი და მომღერალი, ჯენი კიმი გახლდათ. ჯენიმ მეთ გალასა და კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ყველას დაგვამახსოვრა თავი, გარდა ამისა, შანელის და კელვინ კლაინის ბრენდების ამბასადორიც გახდა. დღეიდან კი მის რეზიუმეს მოდელის სტატუსიც მიეწერება. ჟაკმუსთან მეგობრობის გამო, ჯენი კიმს ჩვენების მოკრძალებულ სტუმართა სიაში ელოდნენ, თუმცა სწორედ მან დახურა Casa Malaparte-ზე გამართული საიუბილეო ჩვენება. Blackpink-ის მომღერალი ტერაკოტისფერ სახურავზე უბრალო, თუმცა, ელეგანტური შავი კაბით წარსდგა, რომელსაც დიზაინერმა ფირუზისფერი ჩანთა და ზებრას პრინტით გაწყობილი ფეხსაცმელი შეუხამა.
იტალიის კუნძულზე გამართულ ჩვენებაზე მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უფროსი ქალიშვილი - დევა კასელი თეთრი ნახევრად გამჭვირვალე კაბით, თეთრი თავსაბურავითა და ყვითელი მზის სათვალით წარდგა.
დაუვიწყარი ჩვენების სანახავად, ჟაკმუსის სტუმრები Casa Malaparte-ზე კერძო ნავებით გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენებას სულ რაღაც 40 ადამიანი ესწრებოდა და მათ შორის გვინეტ პელტროუ, ტინა კუნაკი, დუა ლიპა, მანუ რიოსი და როზი ჰანტინგტონ უიტლიც იყვნენ. 104 ფუტის სიმაღლის კლდოვან ნაპირზე ფრანგმა დიზაინერმა სიმშვიდით, სილამაზითა და იტალიური სულით გაჟღენთილი ჩვენება წარმოგვიდგინა, რომელიც ზაფხულის კაპრიზე გატარებას გვანდომებს. ფრანგული მოდის სახლი უკვე 15 წელია არა მხოლოდ ორიგინალური და თვალისმომჭრელი ტანისამოსის შემქმნელი, არამედ გასაოცარი მარკეტინგული კამპანიებით გვამახსოვრებს თავს.
ჯენიფერის თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით სახლი ძველი და ისტორიული უნდა ყოფილიყო, თუმცა ამავდროულად, დიდი ოჯახისთვის პრაქტიკული. მსახიობის რეზიდენცია ფერმერის სახლის სტილისა და თანამედროვე ინოვაციური დიზაინის ნაზავს წარმოადგენს.
იტალიელი დიზაინერი, ჯამბატისტა ვალი წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და მოდის სამყაროში წარუშლელ კვალს ტოვებს. ცოტა ხნის წინ ის ოჯახთან ერთად სენაზე არსებულ კუნძულზე, სენ-ლუიზე გადავიდა საცხოვრებლად.
თანამედროვე სწრაფად ცვალებადი სამყაროს მიღმა არსებობს ადგილები, სადაც ჰაერი კვლავ ჯადოსნური მტვერითაა გაჟღენთილი. პატარა, მყუდრო ქალაქები, რომელთა თითოეული კუთხე-კუნჭული მეზღაპრეების წარმოსახვაში დაიბადა, იქ ჩასული კი თქვენც მაგიური სცენარის ნაწილად იქცევით. ევროპის პოპულარულ, ტურისტებით სავსე ქვეყნებში არაერთი უძველესი ზღაპრული ქალაქი ბუდობს, დღევანდელი სტატია კი რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.