#მოდა

კრისტიან სირიანოს ფანტასმაგორიული კოლექცია

გაზიარება:

შეიძლება კი გლამური არსებობდეს კოსმოსში? ეს ის ფანტასტიკური კითხვაა, რომელიც კრისტიან სირიანომ  2024 წლის შემოდგომის კოლექციით დაუსვა საზოგადოებას. დიზაინერმა კოლექციის ინსპირაციას სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში, არც მეტი და არც ნაკლები, ფრენკ ჰერბერტის ფურცლებზე მიაკვლია. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ავტორის გახმაურებული დიუნის მეორე ეპიზოდის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე კვირაში შედგება.

დიუნის ინსპირაცია კოლექციაში უდავოდ იგრძნობა. მზის ჩასვლის და  მტვრიანი ფორთოხლის ფერები - თითქოს ქსოვილებზე დღის სხვადასხვა მონაკვეთის უდაბნოა გადმოტანილი. სამოსზე სამეცნიერო ფანტასტიკის ზეგავლენასთან ერთად, გასული საუკუნის 80-იან წლებიც იგრძნობა, დიდი ზომის ბრჭყვიალა საყურეები, ბუმბული, იმ პერიოდის სამოსის თარგი და ფორმები, კოლექციის გადამეტებული ფემინურობა და გლამური.

კრისტიან სირიანო

კრისტიან სირიანო

სატალევიზიო ვარსკვლავმა და დიზაინერმა, კრისტიან სირიანომ იცის, როგორ მოაწყოს ნამდვილი შოუ. დიზაინერი აღნიშნავს, რომ მას სურდა ხალხი ნამდვილ სანახაობაზე მოეწვია და მათ სული შეკრთომოდათ კოლექციის ნახვისას. „ნიუ-იორკის მოდის კვირეულს უჭირს ადამიანების სხვა რეალობაში გადაყვანა“, - აღნიშნა სირიანომ. აი თავად კი სტუმრებს შეუქმნა იმიტაცია, თითქოს თეატრში იმყოფებოდნენ სპექტაკლის ნასახავად. 

კრისტიან სირიანო, მოდა

კრისტიან სირიანო CFDA -ის ჯილდოს მფლობელი დიზაინერია. ის Time-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის  მოხვდა იმ წვლილისთვის, რომელიც მოდის სფეროში სხეულის მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით შეიტანა.

კრისტიან სირიანო

კრისტიან სირიანო, მოდა

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი დიზაინერის ჩვენებაზე ქართული სილამაზეც იყო წარმოდგენილი. თათია ახალაიას პოდიუმზე შავი კაბით გამოჩნდა და ნამდვილ შავ გედს ჰგავდა.

თათია ახალაია, tatia akhalaia

შეიძლება კი არსებობდეს გლამური კოსმოსში?

siriano

კოკო როშა

ზევით