კრეტა, საბერძნეთი

​ზაფხულში, როდესაც პანდემია მხოლოდ მკრთალ მოგონებად დაგვრჩება, ხოლო ჩემოდანი ახალ-ახალი ფერადი სამოსით გაივსება, საბერძნეთის ყველაზე დიდი კუნძული ვარდისფერი სანაპიროებით, ისევ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მიმართულება იქნება. საბერძნეთი თავისი უნიკალური ისტორიით განსხვავდება. ის მდიდარია კულტურითა და განსაკუთრებული ტრადიციებით.

კუნკრეტაზე ყოფნისას მოიწყვეთ ნავით მოგზაურობა სპინალონგაზე, კლდოვან კუნძულზე, რომელსაც თვალისმომჭრელ ადგილებთან ერთად დამაინტრიგებელი ისტორიაც გააჩნია, ან შეგიძლიათ გაეცნოთ მინოსის უძველეს კულტურას და აღფრთოვანდეთ ამ ანტიკური ცივილიზაციის ნანგრევებით. კრეტას ცხოვრების ტემპისა და ბუნების აღმოსაჩენად აუცილებლად ესტუმრეთ კრისტას, სოფელს რომლისთვისაც დამახასიათებელია თეთრად შეღებილი, ბუგენვილეათი მორთული სახლები.

სპინალონგას კლდოვან კუნძულს გამორჩეული და ამასთანავე უგემრიელესი სამზარეულო აქვს. ჯანსაღი ხორცეული, განსაკუთრებული რეცეპტით ამოყვანილი ყველი, უჩვეულო სალათები და ყველაზე არომატული თაფლი - კრეტული ასორტიმენტი სამართლიანად მიიჩნევა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიეტურ სამზარეულოდ. ყველაფერს კიდევ უფრო აგემრიელებს ადგილობრივი წესით დაყენებული ღვინო და ერთი ჭიქა რაკი.

კნოსოსის უძველესი მინოსური სასახლე

კრეტა ვარსკვლავების ფავორიტია. აქ ხშირად ისვენებენ ლეონარდო დიკაპრიო, კრიშტიანუ რონალდუ, მონიკა ბელუჩი და სხვა ვარსკვლავები. ხანგრძლივი ბერძნული შვებულებით ისიამოვნა ლედი გაგამაც, რომელმაც კუნძულის სანაპიროებზე რამდენიმე მზიანი დღე გაატარა. მილი მაკინტოშმა და ჰუგო ტეილორმაც თაფლობის თვის გასატარებლად ზღაპრული კრეტა აირჩიეს. ​

ზევით