#მოდა

ჯულია რობერტსის 90-იანი წლების მარადიული სტილი

გაზიარება:

კინემატოგრაფიის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი, მოდური და გემოვნებიანი როლები ჰოლივუდელ ლამაზმან ჯულია რობერტს ეკუთვნის, მსახიობს, რომელმაც Pretty Woman-ის ვივიენი, Notting Hill-ის ანა სკოტი და ერინ ბროკოვიჩის როლებით სამუდამოდ შეგვაყვარა თავი.

მართალია, ჯულია რობერტსი ეკრანებზე ყველაზე გემოვნებიან ქალებს განასახიერებდა, თუმცა საკულტო ქალის ტიტული არა მისმა როლებმა, არამედ ჯულიას ეკრანს მიღმა პერსონამ დაიმსახურა, ქალმა, რომლის გემოვნებაც ყოველთვის დახვეწილი და ელეგანტური გახლდათ, სტილი კი მარადიული, რომელმაც წარმატებით გაუძლო დროის გამოცდას და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რჩეული მინიმალიზმი, მასკულინური სტილის გავლენა, ნეიტრალური ფერები, ჯინსის შარვლებისა და შავი პიჯაკის იდეალური ტანდემი - ვაღიაროთ, რომ ჯულია რობერტსის სტილი 2021 წლის შემოდგომაზეც ისეთივე შთამაგონებელია, როგორც 3 ათწლეულის წინ გახლდათ. 

ზევით