ჯოდი კომერის კანის მოვლის რიტუალი და საიდუმლოებები

ჯოდი კომერი ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი ჰიტად ქცეული Killing Eve-ით გახდა, სადაც მსახიობი რუსი ფსიქოპატი ასასინის ვილანელის როლს ასრულებს, რომელმაც პიროვნული შტრიხებით და მოდის მიმართ დიდი სიყვარულით დაგვამახსოვრა თავი. თუმცა ჯოდის კომერს არა ერთ ინტერვიუში აღუნიშნავს, რომ მას და მის საკულტო პერსონაჟს საერთო არაფერი აქვთ, ჩვენი აზრით კი მათ მოდურობა და მინიმალისტური მაკიაჟის მიმართ სიყვარული მაინც აერთიანებთ.

Noble Panacea-ს ბრენდ ამბასადორი, ჯოდი კომერი ყოველლთვის ბრწყინავს, ეკრანზეც და მის მიღმაც. ჯოდის სილამაზის საიდუმლო მის კანის მოვლის რუტინაში იმალება, რომლის შესახებაც დეტალურად ერთად შევიტყობთ.

"თინეიჯერობის ასაკში ჩემს კანს და მის მოვლას საჩუქრად ვთვლიდი, იმ პერიოდში ძალიან მიყვარდა მაკიაჟის გაკეთება და მთელ ჩემს ფულს ამაში ვხარჯავდი. მხოლოდ წლების შემდეგ, როდესაც საკუთარ კანში თავი კომფორტულად ვიგრძენი ჩემი კანის სიყვარული ვისწავლე. სწორედ იმ პერიოდში გავაცნობიერე, რომ რეალურად ჩემი კანის სიყვარული მის მოვლას გულისხმობდა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Jodie Comer (@jodiemcomer)

მიმაჩნია, რომ წყალი მბზინავი კანის მთავარი კომპონენტია, მე ყოველთვის დიდი რაოდენობით წყალს ვსვამ დღის განმავლობაში და სიამოვნებით ვიყენებ Noble Panacea-ს პროდუქტებს, რომლებიც ნატურალური ინგრედიენტებისგანაა დამზადებული და განსაკუთრებით უხდება ჩემი სახის კანს.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბრენდის მდგრადობა, რომელსაც ვყიდულობ, მინდა ვიცოდე რას შევიძენ და რა გავლენას ახდენს ჩემი შენაძენი სამყაროზე. დღეს პროდუქტის შეფუთვა და მისი ეკომეგობრულობა ჩემთვის მნიშვნელოვანია, 16 წლის ჯოდი ამაზე არასოდეს იღელვებდა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Jodie Comer (@jodiemcomer)

ჩემს ფავორიტ პროდუქტებს შორის Radiant Resilience Moisturizer - სახის დამატენიანებელი და Overnight Recharge Cream - ღამის დამატენიანებელი არიან. მაკიაჟს იშვიათად ვისვამ და მის გაკეთებამდე მთავარი საფეხური უდავოდ დატენიანებაა. მიყვარს როდესაც მკვეთრ ტუჩსაცხს ვიყენებ, ვფიქრობ ვილანელთან ეს საერთო მაქვს, ორივე ისე ვცხოვრობთ, როგორც ქალები, რომლებსაც მრავალსაფეხურიანი მაკიაჟისთვის დრო არ აქვთ".

ზევით