#სილამაზე

ჯენიფერ ლოპესის საშემოდგომო იდეალური მანიკური 10$-მდე ღირს

გაზიარება:

როდესაც საქმე ფრჩხილის ტრენდებს ეხება, ჯენიფერ ლოპესი მათი იდეალურად მორგების საქმეში უკონკურენტოა და არც მისი უკანასკნელი ფრჩხილის ფერი აღმოჩნდა გამონაკლისი. Ralph Lauren-ის 2023 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენებას ჯეილო გასულ კვირას, ლოს-ანჯელესში დაესწრო, მომღერალს, მსახიობსა და წარმატებულ ბიზნესვუმენს, Ralph Lauren-ის ზოლიანი კოსტიუმი, კოვბოის ქუდი და ულამაზესი ბორდოსფერი მანიკური ამშვენებდა. 

ჯენიფერის ფრჩხილის ოსტატმა ტომ ბაჩიკმა, შემოდგომისთვის ზედგამოჭრილი ფერის შესაქმნელად საკმაოდ ბიუჯეტური, მაგრამ ამავდროულად ეფექტური მანიკური გამოიყენა. Essie-ს ბესტსელერი პროდუქტი ფერით Bordeaux ჯეილოს ფრჩხილებზე ორ ფენაზე იყო გადანაწილებული, ფინიშად კი გამჭვირვალე ტოპი ამშვენებდა. "მოკლე, ბუნებრივი ფორმის ფრჩხილებმა მანიკური კიდევ უფრო გამოანათეს" - აღნიშნა ტომმა. 

ბორდოსფერი თუ ღვინისფერი გრადაციები შემოდგომის კლასიკად არის მიჩნეული, არაფერი უხდება ფოთოლცვენას ისე, როგორც ყოველთვის პოპულარული წითლის ულამაზესი ელფერი და რატომ არ უნდა მოვირგოთ ისინი ახლავე?

Essie Nail Polish in Bordeaux

ყიდვა

ზევით