#სილამაზე

LolaVie: ჯენიფერ ენისტონის თმის მოვლის ვეგანური ხაზი

გაზიარება:

მსახიობმა და პროდიუსერმა ჯენიფერ ენისტონმა სულ ახლახანს თმის მოვლის ვეგანური ხაზი LolaVie წარადგინა, რომელიც ჩვენი თმის ჯანმრთელობისთვის და სიჯანსაღისთვისაა შექმნილი. ენისტონის ხაზის პირველი პროდუქტები, თმის ბუსტერებია და დარწმუნებული ვართ მათი მარაგი იმაზე სწრაფად ამოიყიდება, ვიდრე ამ სტატიის წაკითხვას მოასწრებთ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by LolaVie (@lolavie)

ბრენდის მიღმა ენისტონის მნიშვნელოვანი გზავნილი იმალება: საკუთარ ცხოვრებაზე თავადვე ავიღოთ მართვა, სანამ, პარალელურად ჩვენს სილამაზეზე ვზრუნავთ.

რატომ LolaVie? Friends-ის მსახიობს ამ კითხვაზე პასუხი ნამდვილად აქვს, როგორც აღმოჩნდა "ლოლა" ჯენიფერ ენისტონის ერთ-ერთი ზედმეტსახელია, რომლითაც მას უახლოესი მეგობრები მოიხსენიებენ. სახელი "ლოლა" აგრეთვე ცხოვრების მიმართ სრულყოფილ მიდგომას ნიშნავს, მის შემდეგ ფრანგული სიტყვა vie კი ითარგმნება როგორც სიცოცხლე.

Glossing Detangler 25$

 

ყიდვა 

როგორც გითხარით, ამ წუთებში LolaVie-ს ორი პროდუქტია ჩვენთვის ხელმისაწვდომი: თმის სპრეი, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი თმის ბზინვარებას და ამავდროულად თერმოდამცველ ფუნქციას ითავსებს, ხოლო მეორე პროდუქტი შექმნილია გამომშრალი თმისთვის, ის ნოტიო თმაზე დაიტანება და შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, როგორებიცაა: ჩიას თესლი, ბოსტნეულის კერამიდები, ლიმონის ექსტრაქტი და ბამბუკის ესენცია.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by LolaVie (@lolavie)

LolaVie-ს ორივე პროდუქტი ბიოდეგრადირებადი შეფუთვითაა შექმნილი, რაც თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე იდეალურ ვარიანტს გვთავაზობს.

ზევით