#ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის ელიქსირი: ჯანჯაფილის და ლიმონის ჩაი

გაზიარება:

ჩაი ლიმონითა და ჯანჯაფილით ჯანმრთელობის ნამდვილი ელექსირია, მისი სასარგებლო თვისებები კი საუკუნეებს ითვლის. C ვიტამინით მდიდარი ლიმონი ადამიანის სიცოცხლისუნარიანობას ახანგრძლივებს, ჯანჯაფილი კი, თავის მხრივ, ცნობილია ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. როდესაც ეს ორი ძალა ერთიანდება, იქმნება ელექსირი, რომელიც ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. სიმართლე გითხრათ, სულაც თვალი რომ დავხუჭოთ ზემოთ ჩამოთვლილზე, ნატურალურ თაფლთან ერთად ეს სასმელი ჯადოსნურად გემრიელია.

გაეცანით ლიმონისა და ჯანჯაფილის ჩაის ყველა სასარგებლო თვისებას. ქვემოთ კი შეგიძლიათ იხილოთ ჯადოსნური სასმლის მარტივი რეცეპტი სულ ორადორი ინგრედიენტით:

1) აძლიერებს იმუნურ სისტემას

ლიმონისა და ჯანჯაფილის ჩაი მდიდარია C ვიტამინითა და ანტიოქსიდანტებით. ცნობილია, რომ ვიტამინი C აძლიერებს იმუნურ სისტემას. ანტიოქსიდანტები კი, რომელსაც ჯანჯაფილი შეიცავს, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან, რითაც აძლიერებს ორგანიზმის დაცვას სხვადასხვა დაავადებებისგან.

3) ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

ამ ჩაის შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები და ანთების საწინააღმდეგო ნაერთები ორგანიზმში ამცირებენ ანთებას. ჯანჯაფილი ხელს უწყობს ანთებითი რეაქციის შემცირებას, ტკივილის შემსუბუქებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

4) აუმჯობესებს კონცენტრაციას
ლიმონისა და ჯანჯაფილის ჩაის შეუძლია გააძლიეროს კონცენტრაცია, ვინაიდან ინგრედიენტებს გააჩნიათ მასტიმულირებელი ეფექტი. 

5) ამცირებს გულის დაავადებების რისკს
ლიმონისა და ჯანჯაფილის ჩაი ეხმარება გულის დაავადებების რისკის შემცირებას მასში შემავალი ანტიოქსიდანტების წყალობით. ეს ანტიოქსიდანტები ამცირებენ ათეროსკლეროზისა და გულის დაავადებების რისკს. გარდა ამისა, ჯინჯეროლს შეუძლია შეამციროს არტერიული წნევა და გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი გულ-სისხლძარღვთა სისტემის შენარჩუნებას.

6) დეტოქსური თვისება

ლიმონისა და ჯანჯაფილის ჩაი ასევე ცნობილია თავისი დეტოქსური თვისებებით. ლიმონმჟავა ღვიძლს ეხმარება ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში. ჯანჯაფილი კი თავის მხრივ ხელს უწყობს ოფლიანობას, რაც კანის მეშვეობით ტოქსინების გამოდევნის კარგი საშუალებაა. ეს კომბინაცია ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას და ორგანიზმის ჯანმრთელობას. 

7) ამცირებს სტრესს

ლიმონისა და ჯანჯაფილის ჩაის შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სტრესის შემცირებასა და ემოციური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. ეს იმიტომ ხდება, რომ ჯანჯაფილი შეიცავს ნაერთებს, რომლებსაც შეუძლიათ დადებითად იმოქმედონ ნერვულ სისტემაზე, რაც ხელს უწყობს შფოთვის შემცირებას.

კოჭა, ჯინჯერი, ლიმონი

მომზადების წესი:

ლიმონი გაჭერით შუაზე. ერთი ნახევრიდან გამოწურეთ წვენი და დანარჩენი თხლად დაჭერით. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი (აიღეთ დაახლოებით 2 სმ სიგრძის კოჭას ძირი). დაასხით მდუღარე წყალი და დატოვეთ დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში. სურვილის შემთხვევაში დაატკბეთ ნატურალური თაფლით.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

x

The Diary team! 

ზევით