#მოდა #ტექნოლოგიები

Item of the WEEK - Apple AirPods Max

გაზიარება:

უკვე ჩავლილი წლის მოდურ ტრენდებს რომ თვალი გადავავლოთ, ქაოსური და საინტერესო სია გამოგვივა, რომელშიც ფეხსაცმელი, ჩანთები და სამოსი ჭარბობს, მაგრამ, ერთი ნივთი, რომელმაც ქუჩის სტილის მოყვარულები 100%-ით მოიცვა, The Diary-ის კვირის რჩეული აქსესუარი, უფრო სწორედ tech-სესუარია. ამჯერად ყველაზე პოპულარულ აითემის, Apple AirPods Max-ის შესახებ მოგიყვებით.

airpods max, დიდი ყურსასმენები, მოდაშია, მოდური ყურსასმენი

თუ 2017 წლის შემდეგ ქუჩაში ყველა შეუმჩნეველი AirPods-ებით, თუ Buds-ებით დაიარებოდა, 2022 წლიდან ტრენდული ყურსასმენების ზომა ისევ გაიზარდა და ყველაზე პოპულარულ მოდურ აქსესუარადაც იქცა. მოდის კვირეულების სტუმრების, თუ ცნობილი ადამიანების თავებსა და კისრებზე უზარმაზარი ყურსასმენები გამოჩნდა. ჰო, Apple AirPods Max-ის მორგების 2 გზა არსებობს: თავზე (მუსიკის მოსასმენად) და კისერზე (აქსესუარის კარგად გამოსაჩენად).

ბელა ჰადიდი ყურსასმენებით, airpods max, ეარპოდსები

ზოგადად, Apple AirPods Max-ის გამოშვებას იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ამით ყურსასმენების სხვა ბრენდებმაც იხეირეს. Tech-სესუარის წარმატებაში გადამწყვეტი როლი Gen Z-იმ ითამაშა, თუმცა ცნობილი სახეების მიერ, სხვადასხვა ღონისძიებებზე ყურსასმენებით გამოჩენაც არ ყოფილა ურიგო მარკეტინგული სვლა.

ტიმოთი შალომე, ყურსასმენები, airpods max

მოგეხსენებათ, რომ Item of the week ყველაზე ცნობილი აითემების ისტორიასთან ერთად, მათ ბიუჯეტურ ვერსიებსაც გთავაზობთ, ამიტომ, თუ Apple-ის პროდუქტის ფასი თქვენს ბიუჯეტს სცდება, არა ნაკლებ “მოდურ” ალტერნატივებზეც შეგიძლიათ არჩევანის გაკეთება.

 

SHOP THE ITEM HERE:

apple airpods max, ეარპოდები, ეარპოდს მაქსი, ყიდვა
Apple AirPods Max (1699 ₾)

ყიდვა

Bose QuietComfort 45 wireless headphones White, ყურსასმენები
Bose QuietComfort headphones (699 ₾)

ყიდვა

ჯეი ბი ელი, jbl, ყურსასმენები, დიდი ზომის ყურსასმენი
JBL Live 460 NC Bluetooth Headphones (289 ₾)

ყიდვა

 

ზევით