როგორ იქცა 2500 ლარიანი შლაპუნა სტატუსის სიმბოლოდ

ზაფხული დასასრულს უახლოვდება, თუმცა გაინტერესებთ წლევანდელი სეზონის ყველაზე დიდი ტრენდი? ეს არც მეტი და არც ნაკლები შლაპუნაა, კლასიკური საზღვაო რეზინის ფეხსაცმელი.

flip flops trend

ამჯერად საუბარია განსაკუთრებულ მოდელზე, რომლის ღირებულებაც 2500 ლარს აღემატება და ზოგიერთი უცხოური საიტის მიხედვით უკვე Sold Out სტატუსშიც არის. ეს არ არის დეკორით დატვირთული ან კრისტალებით მოჭედილი ფეხსაცმელი. მისი სილუეტი ისეთივე მარტივია, როგორსაც ქობულეთის სანაპირო მაღაზიაში მარტივად იპოვით, თუმცა ფასი ისეთი აქვს, რომ იმავე სანაპიროზე ათდღიანი დასვენებაც შეგიძლიათ.

the raw flipflips dune

The Row Dune შლაპუნები

ყიდვა

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა რა აქვს ამ შლაპუნას ისეთი, რომ მისი ფასი ჩვეულებრივ მოდელზე ასჯერ მეტია. წითელი რეზინის ძირი და არც ლოგო, არც დეკორი. ოლსენის ტყუპების ფილოსოფია აქ სრულად იკითხება: მინიმალიზმი და მკვეთრად ჩამოყალიბებული სტილი, რომელმაც The Row თავისი ადგილი მოუპოვა თანამედროვე მოდის სამყაროში.

Jennifer Lawrence Wore Flip-Flops the raw

ცნობილმა სახეებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ამ მოდელის პოპულარიზაციაში. ჯონათან ბეილი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა ამ მოდელით, ჯენიფერ ლოურენსმა კი იგი შეუხამა ჯინსის შორტებს. დაკოტა ჯონსონი, კენდალ ჯენერი, ელიზაბეთ ოლსენი და თავად მერი კეიტ ოლსენიც ხშირად ჩნდებიან ქალაქის ქუჩებში ამ ფეხსაცმლით.

Dakota Johnson Dune the raw flip-flop

ფაქტი, რომ შლაპუნა გახდა სეზონის მთავარი მოდური აქსესუარი, მიუთითებს ტენდენციების ცვლილებაზე. კომფორტი და მინიმალიზმი უკვე სერიოზულად ეჯიბრება მაქსიმალისტურ ესთეტიკას, ხოლო ისეთი ბრენდებიც როგორებიცაა Balenciaga და Miu Miu უბრუნდებიან ყველაზე მარტივ სილუეტებს და მათ ახალ მნიშვნელობას ანიჭებენ.

ასე ფეხსაცმელი, რომელიც წარსულში მხოლოდ ბიუჯეტურ დასვენებასთან ასოცირდებოდა, დღეს მოდის წინა რიგებშია. აბსურდია თუ გენიალური ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურ ხედვაზე. ერთი კი ცხადია, რომ თუ ბრენდმა მოინდომა, ათლარიანი შლაპუნაც შეიძლება იქცეს 2500 ლარიან აქსესუარად.

ზევით