#მოდა

IT გოგოების რჩეული საზაფხულო მინიმალისტური ტრენდები

გაზიარება:

იდეალური მინიმალისტური სამოსის მოძებნა რომ დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული, ეს კარგად მოგვეხსენება, განსაკუთრებით მაშინ თუ საქმე ზაფხულის სეზონს ეხება. საბედნიეროდ, ცნობილი ადამიანების ქუჩის სტილის ფოტოებიდან არა ერთი საინტერესო სილუეტისა და დიზაინის აღმოჩენაა შესაძლებელი, რომელთა გამეორებაც საკმაოდ მარტივია.

SKIMS

კიმ კარდაშიანის ბრენდმა უკვე მოიპოვა უსაზღვრო პოპულარობა, მათ შორის IT გოგოებში, განსაკუთრებული პოპულარობით, SKIMS-ის პასტელური ფერების საცურაო კოსტუმები სარგებლობენ, რომელიც 2021 წლის ზაფხულში ყოველი მოდური გოგოს გარდერობში მოიძებნება.

RIVINGTON TANK

ამ სტილის ტოპები 2021 წლის ტენდენციათა შორის დიდი ზარზეიმით დაბრუნდა, RIVINGTON ტოპი საბაზისო გარდერობის ერთ-ერთი ფავორიტი პროდუქტია, გარდა იმისა, რომ ის ყოველდღიური სტილს ძალიან უხდება, ამ ტოპის მორგება პიჯაკთან და მოსაცმელთანაც შეიძლება.

RE/DONE TANK

თუ კი თეთრი ტოპი ნამდვილ კლასიკას წარმოადგენს, RE/DONE TANK ტენდენციური მოდელია, რომლის თაყვანისმცემელთა სიაში ბელა ჰადიდი და კაია გერბერი შეგვიძლია აღმოვაჩინოთ. ამ სტილის ტოპი ინდივიდუალური სტილის ხაზგასმაში დაგეხმარებათ.

TNA ARITZIA TANK

ბოლოს კი ტოპების ნამდვილ კლასიკას წარმოგიდგენთ, 90-იანი წლების ფავორიტი თეთრი, სადა ტოპი, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის 2021 წლის ზაფხულშიც კუთვნილ ადგილს იკავებს ჩვენს გარდერობში და IT გოგოების ნამდვილ რჩეულადაც გვევლინება.

ზევით