მაღალი ყელი, გრძელი სახელოები, მინიმალისტური სილუეტი, ვერაფრით იწინასწარმეტყველებ რამდენად გრაციოზულია მირეი დარკის შავი კაბა The Tall Blond Man with One Black Shoe-ში, სანამ მის ზურგს არ დაინახავ. 1972 წელს, ფრანგული კინოსამყაროსთვის შეუდარებელი მირეი დარკი Guy LaRoche-ს სექსუალურ კაბაში, წარუშლელ მოგონებად იქცა. 2016 წელს მიერიმ show50'-ში სტუმრობის დროს ლეგენდარული კაბის შექმნის ისტორია და რამდენიმე საინტერესო ფაქტი გაამხილა.
გაი ლაროშის საკულტო კაბის შექმნაში მონაწილეობა, მსახიობმა და დიზაინერის ახლო მეგობარმა, მირეი დარკმა თავად მიიღო. ლაროშს, კაბა წარმოდგენილი ჰქონდა როგორც ორბუნოვანი: წინა მხარე, როგორც პრივატულობის ლუსტრაცია, უკანა მხარე კი ნაწილი, რომელიც ყველა საიდუმლოს ამხელს. ჩანაფიქრი დიზაინერმა რეალობაში მართლაც მოიყვანა, თან მეტი დრამატიზმისთვის და მირეის უბადლო სხეულის გამოსაკვეთად, შავ სილუეტს ოქროსფერი ძეწკვიც დაამატა, შედეგად კი მივიღეთ ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური და მომაჯადოებელი შავი კაბა, რომელიც კინოს საუკუნოვან ისტორიას ახსოვს.
მირეი დარკის პატარა შავი კაბა 2005 წლიდან ლუვრის ხელოვნების დეკორატიულ მუზეუმში ინახება. ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მსახიობმა აღიარა, რომ ვეღარასოდეს იქნებოდა მზად ეს კაბა კიდევ ერთხელ მოერგო, ამიტომაც მუზეუმს ის საჩუქრად პირადად გადასცა. 2017 წელს, ფრანგული კინოს საკულტო ფიგურის გარდაცვალების შემდეგ, Guy LaRoche-ის კრეატიულმა ხელმძღვანელმა მირეი დარკის ხსოვნას პატივი პარიზის მოდის კვირეულზე მიაგო. 2017 წლის 27 სექტემბერს, მოდის სახლის ჩვენებაში მოდელები შავი სამოსით და ქერა პარიკით გამოჩნდნენ, იქვე გახლდათ დაუვიწყარი უზურგო სილუეტი ახალი სიცოცხლით.
The Tall Blond Man with One Black Shoe-ს გამოსვლიდან 50 წლის შემდეგაც კი, გაი ლაროშის და მირეი დარკის კოლაბორაცია დღემდე რჩება ცნობილი დიზაინერების შთაგონების წყაროდ. წარმოგიდგენთ The Diary-ს მოდის რედაქტორის რჩეულ უზურგო კაბებს, რომელთა შეძენაც ახლა შეგიძლიათ.
Christian Siriano-მ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. პოდიუმზე კოპლები, ზოლები და კუბოკრული პრინტები ძველი ჰოლივუდის ელეგანტურობასთან ერთად თანამედროვე ფორმებში გაერთიანდა.
Naked Dress წითელი ხალიჩის განუყოფელი ნაწილია. ბოლო პერიოდში, ეს თამამი სტილი მარგო რობიმ, ტეიტ მაკრეიმ და დაკოტა ჯონსონმა მოირგეს და წითელ ხალიჩაზე დაუვიწყარი მომენტები შექმნეს.
სილამაზის მოყვარულთათვის თბილისში კიდევ ერთი ახალი სივრცე გამოჩნდა. Glossy Nail Bar, რომელიც მოსკოვის გამზირზე, N9-ში მდებარეობს ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნა.