#სილამაზე

„ისი პარიმ“ კანის მოვლის ახალი ბრენდი L’erbolario წარადგინა

გაზიარება:

18 მაისს, „ისი პარიმ“, გარდენია შევარდნაძეში, კანის მოვლის ახალი ბრენდის L’erbolario-ს პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება პრესისა და მედიისთვის გაიმართა, მას ინფლუენსერები და ბლოგერები ესწრებოდნენ. კანის მოვლის იტალიური ვეგანური ბრენდის პრეზენტაცია, გარდენიას ულამაზესი ბაღიდან დაიწყო, სადაც სტუმრები იტალიური მუსიკისა და ღვინის თანხლებით ბრენდის ულამაზეს ბანერთან ფოტოებს იღებდნენ, ასევე, აირჩიეს გათამაშების ბილეთები და საღამოს ბოლოს, საჩუქრებისთვისაც მოემზადნენ. 

დღე ზურა შევარდნაძის არაჩვეულებრივი მასტერკლასით გაგრძელდა და სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, თაიგულის სხვადასხვა ყვავილით აწყობის ხელოვნება ეხილათ. 

მალე L’erbolario-ს პრეზენტაციის დროც დადგა და სტუმრებმა ულამაზეს ბაღში, მცენარეებითა და ვეგანური მოტივებით შთაგონებული ბრენდის ისტორიაც მოისმინეს, რომელიც ისი პარის კონტენტის მენეჯერმა ლინა ქალდანმა წარადგინა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ყველაზე სასიამოვნო ეტაპის დროც დადგა და სტუმრები ჩაერთნენ გათამაშებაში, სადაც ხუთმა მათგანმა ბრენდის არაჩვეულებრივი საჩუქრები მოიგო. რა თქმა უნდა უსაჩუქროდ არავინ დარჩა და ისი პარიმ სტუმრების თითოეული წევრი L’erbolarios სასაჩუქრე ნაკრებით დაასაჩუქრა.

L’Erbolario-ს შესახებ

L’Erbolario, 1978 წელს ქალაქ ლოდიში, ენთუზიაზმით სავსე წყვილის მიერ დაარსდა. ფრანკო ბერგამასკი და დანიელა ვილა, ჰერბალისტები გახლდნენ და სწორედ მცენარეების სიყვარულით შექმნეს კანის მოვლის ვეგანური ბრენდი.

მცენარეების პატარა სახელოსნოში დაწყებული ბრენდი L’erbolario, წლების მანძილზე ნელ-ნელა გაიზარდა და დღესდღეობით იტალიის ფიტო-კოსმეტიკის ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს, ისე, რომ არასდროს დაუკარგავს თავდაპირველი იდეა, ყოფილიყო - „100%- ით იტალიური“.

45 წელია L’erbolario, გამჭვირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომ პირობებში ამზადებს ვეგანურ პროდუქტებს, მათი ბაღებისა და ლაბორატორიების დათვალიერება შესაძლებელია ქალაქ ლოდიში.

ამ ეტაპზე ბრენდის პორტფოლიოში 600-მდე სახის, ტანის და თმის მოვლის პროდუქტებია თავმოყრილი.

L’erbolario-ს პროდუქტები ძირითადად ორგანული მცენარეული ინგრედიენტებით მზადდება, როგორიცაა: ზეთები, ექსტრაქტები, მცენარეული კარაქი და ცვილები. ბრენდის კვლევისა და განვითარების ლაბორატორია, ეფექტური, უსაფრთხო და ინოვაციური ფორმულების შემუშავებაზეა ორიენტირებული, რათა ყოველწლიურად 40-მდე ახალი პროდუქტი შექმნას.

L’erbolario სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული ბრენდია, რომელიც 2017 წელს ცენტრალურ იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მხარდაჭერას უცხადებდა იტალიურ წითელ ჯვარს, 2020 წლის პანდემიის დროს კი სურსათის ბანკს, ვირუსთან მებრძოლი ადამიანების მხარდასაჭერად; 

L’erbolario სრულად ვეგანური და ეკომეგობრული ბრენდია, პროდუქტების შეფუთვისთვის გამოყენებულია განახლებადი წყაროებიდან მიღებული მასალები, როგორიცაა GREEN PE და შაქრის ლერწმისგან მიღებული GREEN PET, მეორადი მოხმარების პლასტმასი, რეციკლირებული წყლის ბოთლები(R- PET) და OWP (Ocean Waste Plastic®), რის წყალობითაც ბრენდი ოკეანეებიდან და მდინარეებიდან პლასტმასის ამოღებაში იღებს მონაწილეობას.

გამოუყენებია მიკრო-პლასტიკატები, მათი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის ჯანმრთელობა იყო, ამიტომაც მხოლოდ მცენარეულ მასალებს იყენებენ, მაგალითად: წვრილად დაჭრილი თესლი და კერნელი ან ჟოჟობას ცვილის მიკროსფეროები. L’erbolario იტალიაში იყო პირველი ბრენდი, რომელმაც 2020 წელს მიკრო-პლასტიკატის კოსმეტიკასა და მოვლაში გამოყენების აკრძალვის პეტიციას ხელი მოაწერა.

ზევით