მაია კეჟერაშვილისა და ეკა ნაჭყებიას პროფესიული გზები პირველად მარი ბროსეს ქუჩაზე, პროექტზე - „სახლი ოპერასთან“ მუშაობის პროცესში გადაიკვეთა. მაია ინტერიერის დიზაინერი გახლდათ, ეკა კი ერთ-ერთი იტალიური ბრენდის წარმომადგენელი. წარმატებულმა პროექტმა და მათ შორის გაჩენილმა ჰარმონიულმა სამუშაო ურთიერთობამ, მაიას და ეკას უბიძგა საერთო საქმე მომავალშიც ეკეთებინათ. წლების შემდეგ, სწორედ მათი სახელები დაუკავშირდა დიზაინ სტუდიო Interia-ს შექმნასა და განვითარებას.
Interia Design Studio პანდემიის მიწურულის პირმშოა, როგორც მაია ჩვენთან საუბრისას იხსენებს, დიზაინ სტუდიოს შექმნის იდეა COVID 19-ის პერიოდში გაჩნდა და წარმატებითაც განხორციელდა.
„პანდემიის დროს გადავწყვიტე გამეხსენებინა მივიწყებული კომპიუტერული პროგრამები დიზაინერებისთვის. დისტანციურად გავიარე შესაბამისი კურსი, ასევე დისტანციურად გავიარე სტაჟირება იტალიურ სტუდიაში, ამ საკითხში ეკას (თბილისში ამჟამად მოქმედი შოურუმის დიზაინ კონცეპციის თანაავტორი და ამერიკული ავეჯის პრემიუმ ბრენდ BAKER-ის წარმომადგენელი) გამოცდილება დამეხმარა, სწორედ ის მიწევდა კონსულტაციებს ჩემს სადიპლომო პროექტზე. იდეა ერთობლივად მუშაობის პროცესში გაჩნდა“ - იხსენებს მაია.
ახალი ბიზნესის წამოწყების რისკები, არსებულ რეალობაში საკმაოდ მაღალი იყო. პანდემია ჯერაც არ იყო დასრულებული, მაგრამ მაიასა და ეკას იდეის განხორციელების სურვილი და რწმენა იმდენად დიდი იყო, რომ მათ ჩანაფიქრის ხორცშესხმას თავი მარტივად გაართვეს.
პირველი ეტაპი რამდენიმე ბრენდთან თანამშრომლობას მოიაზრებდა, Interia Design Studio-ს გახსნიდან 1 წლის შემდეგ კი კომპანიას აქვს შესაძლებლობა მომხმარებელს შესთავაზოს ყველაფერი, რაც სახლის მოწყობისთვის არის საჭირო, კერამიკული ფილებიდან დაწყებული, შიდა და გარე ავეჯით, განათებით და დეკორით დამთავრებული.
„ჩვენი დიზაინ სტუდიის შექმნამდე გაჩნდა კონცეფცია, შემოგვეტანა და წარმოგვეჩინა ბაზარზე ისეთი ბრენდები, რომლებსაც არ იცნობს ჩვენი მომხმარებელი, ეს აგრეთვე გვაძლევდა საშუალებას იტალიელი პარტნიორი ქარხნებისთვის (რომლებიც აქამდე მხოლოდ ევროპასა და ამერიკის ქვეყნებში იყვნენ ინტეგრირებული) გაგვეცნო ადგილობრივი ბაზარი. ეს იყო ძირითადი პრინციპი, რის მიხედვითაც შევარჩიეთ მომწოდებლები და დავაკომპლექტეთ ჩვენი სტუდიის შოურუმი“ - ამბობს მაია.
Interia Design Studio-ს ძირითად მიმართულებად, მაიამ და ეკამ, ინტერიერის დიზაინის შექმნა და ავეჯის წარდგენა აირჩიეს. თუმცა მომხმარებელთა ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, მალე სტუდიოში დეკორატიული ნივთებიც გამოჩნდა, რამდენიმე მათგანი ექსკლუზიურადაც. აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ცნობილი ამერიკული ბრენდის, l’objet-ის პროდუქცია, დიზაინერული ნივთები, რომლებსაც არა მხოლოდ სახელგანთქმული, არამედ დამწყები და საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდა დიზაინერები ქმნიან, ხელნაკეთი ჭურჭელი და მრავალი სხვა საინტერესო ნივთი.
„ჩვენთან წარმოდგენილი ჭურჭელი ხელნაკეთია. ყველაზე რთული ფოტო ჩარჩოების შესაქმნელად გამოიყენება სამკაულების დამზადების იუველირული ტექნიკა, ფაიფური გაშრობის შემდეგ ხელით ფორმირდება დახვეწილი ტექსტურის შესაქმნელად; სადილის ჭურჭელი სამჯერ არის მოოქროვილი 24 კარატიან ოქროში, რათა მიაღწიოს სრულყოფილ ბზინვარებას. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი პროცესი ხდის ყველა ამ ნივთს მართლაც უნიკალურს“ - აცხადებს მაია.
„ჩენი ფილოსოფია და მიდგომა, ჩვენივე პროფესიის ყველაზე მნიშვნელოვან მიდგომას ხარისხი რომ დეტალებშია, სწორედ მას ეფუძნება. მომხმარებლის ნდობა ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ვცდილობთ ვიმუშაოთ არამარტო თქვენთვის, არამედ თქვენთან ერთად“.
„იტალიელ დილერთა ფართო ქსელი გვაძლევს საშუალებას დავაკმაყოფილოთ ყველაზე მომთხოვნი მომხმარებლის სურვილები შესაბამისად შევთავაზოთ მათ აღნიშნული ნივთები საუკეთესო ფასად“ - მაია კეჟერაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ Interia Design Studio უკვე გამოირჩევა სახლისთვის საჭირო ნივთების ფართო ასორტიმენეტით, მისი მომწოდებლების ქსელი ყოველდღიურად ფართოვდება: „გარდა იტალიური ავეჯისა საშუალება გვაქვს შემოვიტანოთ ავეჯი, განათება და აქსესუარები ამერიკიდან. ასევე მოლაპარაკება გვაქვს ფრანგულ კლასიკური ავეჯის მწარმოებელ ფაბრიკასთან და ვიმედოვნებ უახლოეს მომავალში ესეც შესაძლებელი გახდება“.