ქალები ტექნოლოგიებში: ჰედი ლამარის ბრწყინვალე გამომგონებლური გონება

1940-იან წლებში, ჰედი ლამარი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე კაშაკაშა ვარსკვლავი იყო, დიდებული სამსახიობო კარიერითა და კინოინდუსტრიაში დამკვიდრებული სახელით, თუმცა ჰედი იმაზე ბევრად მეტი იყო, ვიდრე ჰოლივუდის ლამაზმანი, მსახიობის ეკრანული დიდების მიღმა ლამარის პირადი ცხოვრება იმალებოდა, ნაკლებად ცნობილი და მეტად დიდებული.

ის, რაც მსოფლიომ ნაკლებად იცის ჰედი ლამარის ცხოვრების შესახებ გახლავთ მსახიობის გამომგონებლური გონება და სიყვარული ტექნოლოგიების მიმართ, რამაც იმდროინდელი საკომუნიკაციო ტექნოლოგიები უდიდეს აღმოჩენამდე, მომავალში კი Wi-Fi, GPS და Bluetooth-მდეც კი მიიყვანა.

ჰედი ლამარი, რომლის ნამდვილი სახელია ჰედვიგ კიესლერი, დაიბადა ავსტრიაში 1914 წლის ნოემბერში. 1937 წელს, ლონდონიდან ნიუ-იორკში, ემიგრაციაში წასულმა ჰედვიგმა, გემბანზე კინოპროდიუსერ ლუი ბ. მაიერსის ყურადღება მომაჯადოებელი სილამაზით მარტივად მიიპყრო. უნიკალური გარეგნობის წყალობით ჰედვიგ კიესლერი - ჰედი ლამარად და ავტომატურად კინომოვლენად გარდაიქმნა. სამსახიობო კარიერის განმავლობაში, ჰედის 25-ზე მეტი ბრწყინვალე როლი ჰქონდა შესრულებული და მეგობრობდა ისეთ ადამიანებთან, როგორებიც აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი და ბიზნეს მაგნატი ჰოვარდ ჰიუზი იყვნენ.

ეკრანის მიღმა ჰედის ცხოვრება ხანდახან მღელვარე და ხშირად სკანდალით იყო მოცული - ის ექვსჯერ იყო დაქორწინებული და განქორწინებული. მაგრამ როდესაც კამერა მის გარშემო მოძრაობას წყვეტდა, ჰედის გატაცებული იყო მეცნიერებით, ინოვაციითა და გამოგონებებებით.

„გამოგონება ჩემთვის ადვილია, მე არ მჭირდება იდეებზე მუშაობა, ისინი ბუნებრივად მოდის“ - ამბობდა ლამარის პერსონაჟი Bombshell-ში და არაფერი შეეფერებოდა ჰედის პირად ცხოვრებას ისე, როგორც ეს სიტყვები. მსახიობი წვეულებების დიდი მოყვარული არ გახლდათ, ამის ნაცვლად ჰედი საათებს ფილმების გადასაღებ მოედანზე, პირად ტრეილერში ატარებდა და თეორიების შემოწმებითა და ტექნოლოგიური ექსპერიმენტებით იყო დაკავებული.

ჰედი ლამარის ერთ-ერთმა თეორიამ სამუდამოდ შეცვალა საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მომავალი და გზა სმარტფონებს Wi-Fi-ს, Bluetooth-ს და, რა თქმა უნდა, GPS-ს დაუთმო.

„სიხშირის ხტუნვა“ იყო რადიო სიხშირეებს შორის გადართვის გენიალური გზა სიგნალის დაბლოკვის თავიდან ასაცილებლად. იგი ჰედი ლამარმა ამერიკელ კომპოზიტორ ჯორჯ ანტეილთან ერთად როგორც „საიდუმლო კომუნიკაციის სისტემა“ ისე შეიმუშავა. გადაცემასა და მიღებას შორის არარეგულარული ინტერვალებით რადიოსიხშირეებით მანიპულირებით, გამოგონებამ შექმნა შეუვალი კოდი, რომელიც ხელს უშლიდა საიდუმლო შეტყობინებების ჩაჭრას.

1942 წელს მასზე პატენტის მიღების შემდეგ, ჰედი ლამარმა ტექნოლოგია აშშ-ს არმიას ნაცისტებთან ბრძოლაში დასახმარებლად შესთავაზა, თუმცა იმ დროს ლამარის აღმოჩენა უარყვეს და მხოლოდ ათწლეულების შემდეგ აშშ-ს საზღვაო ძალების მიერ კუბის სარაკეტო კრიზისის დროს დააფასეს ლამარის ბრწყინვალე გონების მასშტაბები. მას შემდეგ, რაც ჰედისა და ანტეილის გამოგონებამ რეალურად მოიპოვა აღიარება, ტექნოლოგიების სამყაროში შეუფერხებელი რევოლუცია დაიწყო და დღემდე არ გაჩერებულა.

ზევით