ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
მოდის სამყაროში ყველაფერი იმიჯსა და ფუფუნებაზეა აგებული. ზოგჯერ სწორედ იმიჯზე ზედმეტი ზრუნვა შეიძლება პრობლემად იქცეს – როგორც ეს ახლა Gucci-ს, Chloé-ს და Loewe-ს შემთხვევაში ხდება.
გაყიდვების პარტნიორებისთვის პროდუქტის გასაყიდად ფიქსირებული ფასების დაწესების გამო, ევროკომისიამ ამ ბრენდებს ჯამში 157 მილიონი ევროს ჯარიმა დააკისრა.

კომისიის თქმით, ბრენდები კერძო მაღაზიებსა და დისტრიბუტორებს ფასების განსაზღვრის საკითხში ირიბად ზღუდავდნენ – მიუთითებდნენ, რა ფასად უნდა გაყიდულიყო ნივთი როგორც ბუტიკებში, ისე ონლაინ. ამასთანავე, დამოუკიდებელ მაღაზიებს არ ჰქონდათ უფლება, გადაეწყვიტათ ფასდაკლების ოდენობა ან პერიოდი.
ამ ყველაფრის მიზანი კი ერთი რამ შეიძლება იყოს – ბრენდებს სურთ, მათი პროდუქცია ნებისმიერ პლატფორმაზე, იქნება ეს მათი პირადი შოურუმები, თუ კერძო ე.წ. Resale მაღაზიები, ძვირადღირებულად და ელიტურად პოზიციონირდეს.

ყველაზე დიდი ჯარიმა Gucci-მ მიიღო, 119.7 მილიონი ევროს ოდენობით. Chloé-ს 19.7 მილიონი, ხოლო Loewe-ს 18 მილიონი დაეკისრა. სამივე ბრენდი გამოძიებასთან თანამშრომლობს და პირობას დებს, რომ მუშაობას ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მკაცრი დაცვით გააგრძელებს.
RPM (Resale price restrictions) პრაქტიკა, რომლის გამოც ბრენდები დაჯარიმდნენ, ზღუდავს ჯანსაღ კონკურენციას, ართმევს დამოუკიდებლობას საცალო გამყიდველებს და მომხმარებლებისთვის ხელოვნურად მაღალ ფასებს ამყარებს.

ეს შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირში სამართლიანი კონკურენციის წესები ყველასთვის თანაბრად მოქმედებს.
მომხმარებლებისთვის ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს უფრო სამართლიანი ფასების დაწესების წინაპირობა, ხოლო ბრენდებისთვის ძვირადღირებული შეხსენებაა იმისა, თუ სად მთავრდება ექსკლუზიურობა და იწყება კანონდარღვევა.