#მოდა

ლურჯი გამოსხივებისგან დამცავი სათვალე, როგორც ტრენდული აქსესუარი

გაზიარება:

სათვალე მოდური განაცხადია! სტილის, ხშირად კი იდენტობის განმსაზღვრელი აქსესუარი, ნებისმიერი ჩაცმულობის დამაგვირგვინებელი ნოტია. სეზონურად იცვლება ტრენდული ფერები და ფორმები, თუმცა ბოლო პერიოდის ნამდვილი "ჰიტი" ლურჯი გამოსხივებისგან დამცავი სათვალეებია, რომლებიც ყოველდღიური სტილის განუყოფელ ნაწილად შეგვიძლია ვაქციოთ. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Mr. Goods (@mr.goods_shop)

დიახ, არ მოგესმათ, ლურჯი გამოსხივების საწინააღმდეგო სათვალეები ბოლო პერიოდის ყველაზე ცხელი ტრენდია! 

ლურჯი გამოსხივებისგან დამცავ სათვალეში ფულის დაბანდება ჭკვიანური გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის გამოა: პირველი მიზეზი მისი მთავარი დანიშნულება - თვალის ზედმეტი ზიანისგან დაცვაა. მოგეხსენებათ, ნებისმიერი სახის სინათლის გახანგრძლივებული ზემოქმედება ჩვენი თვალებისთვის საზიანოა, მაგრამ ლურჯი გამოსხივება, მათ შორის ყველაზე საშიშია. ჩვენი თვალის რქოვანა მის გაფილტვრას ბუნებრივად ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი ისეთი დამხმარე აქსესუარის შექმნა, რომელიც ლეპტოპის ეკრანთან, მობილურთან, თუ სხვა გაჯეტებთან გატარებულ დროს უსაფრთხოდ აქცევდს. 

anti blue-ray glasses

ყიდვა

ყოველდღიურობაში, ლურჯი გამოსხივების საწინააღმდეგო სათვალეების ტარების აუცილებლობამ ის must have აქსესუარად აქცია. კიდევ უფრო ბუნებრივად გახდა საჭირო ამ სათვალეებისთვის ტრენდული ჩარჩოების, ფერებისა და დიზაინების შექმნა. დიდხნიანი ძებნის შემდეგ, ქართულ ბაზარზე კომპანია Mr. Goods მივაკვლიეთ. ბრენდი უკვე 3 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და ორ ფიზიკურ ლოკაციაზე, მომხმარებელს მზის და ეკრანის გამოსხივებისგან დამცავ ყველაზე პოპულარულ მოდელებს სთავაზობს.

Mr. Goods-ში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, როგორც ოვერსაიზ სათვალეები მავნე გამოსხივებისგან დაცვით, აგრეთვე მისი კლასიკური და ყოველდღიური მოდელები.

Oversized clear aviators

ყიდვა 

Mr. Goods-ში შეგიძლიათ შეიძინოთ ოპტიკური სათვალეებიც იტალიური ლინზებით და ექიმის ინდივიდუალური რეცეპტით. 

Oversize anti blue-ray glasses

ყიდვა

თუკი ლურჯი გამოსხივების მქონე გაჯეტებთან, თქვენი დღის ნაწილს მაინც ატარებთ, მაშინ თვალის დაძაბვის თავიდან ასარიდებლად blue light glasses აუცილებლად დაგჭირდებათ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლურჯი გამოსხივებისგან დამცავი სათვალეები შეგიძლიათ ტრენდულ აქსესუარადაც აქციოთ, რაც თქვენს ყოველდღიურ სტილს კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს. 

ზევით