#სპორტი

პირველად საქართველოში EXTREME FEST TBILISI ჩატარდება

გაზიარება:

თბილისში, ექსტრემალური სპორტის ფესტივალი 29 ოქტომბერს, დედაენის პარკში ჩატარდება. ჯანსაღი ცხოვრების სტილის პროპაგანდა ახალგაზრდებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქართველო მაღალი სპორტული პოტენციალის ქვეყანაა და ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებს მორაგბეებმა, ფეხბურთელებმა, კალათბურთელებმა თუ ორთაბრძოლის სახეობის სპორტსმენებმა. ექსტრემალური სპორტის განვითარებას კი შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. ბოლო რამდენიმე წელია თვალს ვადევნებთ, რომ თბილისსა თუ საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში რეგულარულად იხსნება ახალი სკეიტ პარკები, პირდაპირპროპორციულად კი ახალგაზრდა რაიდერების რიცხვიც იზრდება, რომლებიც ოცნებობენ ლოკალურ თუ საერთაშორისო ტურნირებში მიიღონ მონაწილეობა. სწორედ ეს იქცა Extreme Fest Tbilisi-ის ჩატარების მიზნად, რომელსაც პირველად, ჩვენი ქვეყნის ექსტრემალური სპორტის ისტორიაში, არსენი მამეტოვი ჩაატარებს, ახალგაზრდა ცხინვალიდან, რომელმაც მიზნად დაისახა საქართველოში ექსტრემალური სპორტის ოლიმპიური ჩემპიონები გაზარდოს.

არსენი მამეტოვი: მიზნად დავისახეთ ჩავატაროთ ექსტრემალური სპორტის ფესტივალი - Extreme Fest Tbilisi, რომელიც შანსს მისცემს ახალგაზრდა სპორტსმენების არა მხოლოდ ძალები გამოცადონ, არამედ საკონკურსო პროგრამის ფარგლებში პირველი ადგილისთვის იბრძოლონ. ნებისმიერ მსურველს 16 წლის ასაკიდან შეეძლება დარეგისტრირდეს და მისთვის სასურველ სპორტის სახეობაში სხვა მონაწილეებთან ერთად, თანაბარი პირობებით, იბრძოლოს გამარჯვებისთვის.

ცოტა ხნის წინ ბიემიქსი და სკეიტბორდი ოლიმპიური სპორტის სახეობა გახდა. საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურა კი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ახალგაზრდებს არსებული პარკები დავანახოთ სხვა რაკურსით. ეს პარკები იდეალურია არამხოლოდ როგორც ადამიანების დასასვენებელი ადგილი, არამედ აქ შეგიძლიათ დაკავდეთ სპორტით, განვითარდეთ და საერთაშორისო ასპარეზზე წარდგეთ საქართველოს სახელით.

ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ შესაძლებლობები რეალურ მიღწევებად ვაქციოთ

extreme fest tbilisi

არსენი მამეტოვი: ჩვენი გუნდი, რომელიც ფესტივალს ჩაუდგა სათავეში, პროფესიონალი რაიდერებისგან შედგება. ჩვენ 15 წელიწადზე მეტია ექსტრემალურ სპორტში ვართ და გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება საერთაშორისო თუ ლოკალური ფესტივალების ორგანიზებასა და მენეჯმენტში. ბოლო თვეებია რაც აქტიურად ვართ ჩართული თბილისის ექსტრემალური სცენის განვითარებაში და მიზანი გვაქვს შევქმნათ ავთენტური ღონისძიება, რომელიც ქალაქის ტრადიციად იქცევა; ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა ათლეტებისთვის და სტიმული მათი პიროვნული თუ სპორტული განვითარებისა.

საქართველო არის მაღალი სპორტული პოტენციალის ქვეყანა და ჩვენ გვსურს საკუთარი წვლილი შევიტანოთ მომავალში.  Extreme Fest Tbilisi კი გააერთიანებს საერთო ინტერესების მქონე ახალგაზრდებს და ხელს შეუწყობს მათ განვითარებას.

Extreme Fest Tbilisi-მ, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ექსტრემალური სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, უკვე მიიზიდა გაბედული და ამბიციური ახალგაზრდები, რომლებსაც არ ეშინიათ კონკურენციის, არამედ ხედავენ მასში სპორტული ზრდის დიდ პოტენციალს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ექსტრემალური სპორტის ფესტივალი 29 ოქტომბერს, დედაენის პარკში ჩატარდება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს (16 წლიდან) შეუძლია მიიღოს მონაწილეობა.

ზევით