#კულინარია

„ესკიზი“: რესტორანი & ღვინის სალონი ნატიფი ესთეტიკითა და უგემრიელესი კერძებით

გაზიარება:

თბილისის ტიპურ ბოჰემურ სამეზობლოში, კოტე მარჯანიშვილის 51 ნომერში მდებარე რესტორან და ღვინის სალონ „ესკიზი თბილისში“, მდიდარი წარსული და აწმყო ერთდროულად იყრიან თავს. პლეხანოვის ისტორიითა და მისი არისტოკრატი მკვიდრებით შთაგონებულ საგვარეულო სახლში, დახვეწილი ინტერიერის, ნატიფი ესთეტიკისა და უგემრიელესი კერძების გზები იმდენად ზღაპრულად იკვეთება, რომ თუ ერთხელ მაინც შეაბიჯებთ „ესკიზი თბილისის“ კედლებში, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დიდხანს გაგყვებათ, უკან დასაბრუნებლად გზას კი უმოკლეს დროში იპოვით.

ესკიზი, ესკიზი თბილისი, ესკიზი თელავი,

„ესკიზის“ ბრენდის ისტორია სათავეს სწორედ 1895 წელს მემკვიდრეობით მიღებული საგვარეულო სახლიდან იღებს, რომელშიც ჯერ კიდევ რჩება მშვენიერი ფასადი ანტიკური ელემენტებით, სასტუმრო-ბუტიკი და ღვინის სალონი. 

საგვარეულო სახლში მცხოვრები წინაპრები ხშირად მართავდნენ სალონურ შეხვედრებს და სტუმრების სიაში ხშირად ხვდებოდნენ იმ დროის საზოგადო მოღვაწეები, სწორედ მათი დამსახურებით, ამ ისტორიული შენობის კედლებში ყალიბდებოდა თბილისური ინტელიგენციის ქცევითი მოდელი.

ესკიზი, ესკიზი თბილისი, ესკიზი თელავი,

ისტორია „ესკიზი თბილისის“ კედლებში დღემდე ცოცხლდება, ბიბლიოთეკის სივრცეში დაინერგა ყოველკვირეული ცოცხალი, სალონური  მუსიკის საღამოები, სადაც რესტორანში მოსულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ მოწყდნენ ქალაქის ხმაურს და მოუსმინონ გემოვნებიან მუსიკას.

ესკიზი, ესკიზი თბილისი, ესკიზი თელავი,

„ესკიზი თბილისი“ რამდენიმე განსხვავებულ სივრცეს აერთიანებს: ლობი ლაუნჯს კონცეპტუალური წიგნებით, გაზეთებითა და სამუშაო სივრცით, რესტორანს, სადაც ტრადიციული ქართული და ევროპული საავტორო კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი; რესტორნის სარდაფში აღმოაჩენთ ღვინის სალონს, სოფლად მდებარე იშვიათი მეღვინეობებისა და ღვინის ხელოვანების მიერ დამზადებულ სპეციალურად შერჩეული ღვინის ნუსხით.

ესკიზი, ესკიზი თბილისი, ესკიზი თელავი,

ესკიზის  ბრენდს აქვს  ღვინის კომპანიაც -„ესკიზ ვაინერი”, რომელიც აერთიანებს 6 სახეობის ქვევრის ღვინოსა და 2 სახეობის ჭაჭას, კლასიკურს და მუხას.

ესკიზი, ესკიზი თბილისი, ესკიზი თელავი,

ესკიზი, ესკიზი თბილისი, ესკიზი თელავი,

საგვარეულო სახლი წარმოუდგენელია მისი მდიდრული ბაღის გარეშე, გამონაკლისი არც „ესკიზი თბილისი“ გახლავთ. მინი-ტერასა ბაღი, კიდევ უფრო მყუდრო გარემოსკენ მიგვიძღვება, რომელიც დღემდე რჩება მშვიდი და სასიამოვნო საუბრების, კულტურული თავშეყრისა და მრავალმხრივი დიალოგების შეუცვლელ ლოკაციად.

ესკიზი, ესკიზი თბილისი, ესკიზი თელავი,

შეგახსენებთ, რომ ესკიზის ბრენდის ქვეშ ფუნქციონირებს ბუტიკ-კონცეპტუალური 57 ნომრიანი სასტუმრო თელავში, სოფელ კურდღელაურში, რომელსაც გააჩნია ორი ტიპის ქართულ-ევროპული რესტორანი, ტრადიციული ქართული ელემენტებით აღჭურვილი ღვინის მარანი, 120 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, მყუდრო ბიბლიოთეკა, ღია და დახურული აუზი, სპა გამაჯანსაღებელი ცენტრი, მშრალი და ორთქლის საუნითა და  გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის აუცილებელი ყველა აღჭურვილობით.

ზევით