EMMYS BOB: ვარცხნილობა 2022 წლის შემოდგომის მთავარ ტრენდად რჩება

ამერიკული სატელევიზიო პრემიის დაჯილდოების ცერემონიის წითელი ხალიჩის ფოტოებზე თვალის გადავლებაც კმარა იმაში დასარწმუნებლად, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარცხნილობა Bob არა თუ სილამაზის ტრენდებიდან გადავიდა, პირიქით, 2022 წლის შემოდგომაზე სილამაზის სამყაროს სწორედ იგი განსაზღვრავს.

Emmy-ს წითელ ხალიჩაზე ცნობილმა ქალებმა მოკლე კარეს სხვადასხვა ვარიანტი შემოგვთავაზეს, Squid Games-ის ვარსკვლავმა ჰოიონ ჩანმა კლასიკური Bob ვარცხნილობა შემოგვთავაზა. ყურებს უკან გადაწეული თმითა და ყვავილის ფორმის სამაგრით ჰოიონმა წითელი ხალიჩა დაიპყრო.

ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავმა ელ ფენინგმა რეტრო კარეზე გააკეთა არჩევანი, ნოსტალგიური ხვეულებითა და მბზინავი თმის სამაგრით.

ჯულია გარნერის მოკლე ვარცხნილობა კი ორიგინალურობით გამოირჩეოდა, მოკლე ქერა თმისა და ხვეულების ტანდემმა საკმაოდ ეფექტური ბიუთი ლუქი შექმნეს.

დაფიქსირებული Bob ვარცხნილობა მოირგო როზარიო დოუსონმაც, რომელსაც ექსტრავაგანტურ კაბასთან ერთად მინიმალისტური ბიუთი ლუქი ჰქონდა შეხამებული.

ბოლოს კი წარმოგიდგენთ კრისტინა რიჩის კარე ვარცხნილობას კლასიკური წინამოთი და 90-იანი წლების შთაგონებით.

ზევით