#დეკორი

DIOR-ის დამატყვევებელი ინსტალაცია „ოცნებების კარუსელი“, SAKS-ის ფასადზე გამოჩნდა

გაზიარება:

ნიუ-იორკის თითოეულმა მცხოვრებმა კარგად იცის, რომ სადღესასწაულო განწყობა ქალაქში მანამ არ დაისადგურებს, სანამ Saks-ის ფასადი საგულდაგულოდ არ მოირთვება. ეს დღე მეგაპოლისში ორშაბათს დადგა, როდესაც Dior-მა და Saks-მა, მეხუთე ავენიუს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ინსტალაციის გახსნას ერთობლივად უმასპინძლეს. 

ორშაბათს საღამოს, მეხუთე ავენიუსა და 50-ე ქუჩის ხმაურიანი კვეთა დროებით შეჩერდა, როდესაც Martha Graham Dance Company-ს მოცეკვავეებმა ნიუ-იორკის ქუჩები დაიკავეს. ისტორიული სილუეტებითა და კრისტიან დიორის შემოქმედებით შთაგონებული დადგმისთვის, მოცეკვავეებმა, მარია გრაცია კიურის მიერ შექმნილი მუქი ლურჯი კოსტიუმები მოირგეს. 

Carousel Of Dreams-ის გახსნის პატივი მოდის სახლის ამბასადორს, ჯენიფერ ლოურენსს ხვდა წილად. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ ბრენდის სახეები: ტრეისი ელისი, ნინა დობრევი, მაია ჰოუკი, ეშლი პარკი და სხვები.

Dior-ის Carousel Of Dreams-ის კონცეფცია (ოცნებების კარუსელი) სრულად იპყრობს როგორც ამერიკული უნივერმაღი ფასადს, აგრეთვე Saks-ის ვიტრინებსაც. გრანდიოზული ინსტალაცია 8 სეგმენტადაა დაყოფილი და თითოეული მათგანი მოდის სახლის დამაარსებლის სენტიმენტალურ დეტალს აერთიანებს. დიორის იღბლიან რიცხვში ერთიანდება პიეტრო რუფოს დიზაინით შექმნილი დიზაინები, მათ შორის ვარსკვლავი, რომელიც გადმოცემის თანახმად კრისტიან დიორმა პარიზში, Rue du Faubourg Saint-Honoré-ზე იპოვა და საკუთარი მოდის სახლის დაფუძნების მინიშნებად მიიღო; ვნების ყვავილი დიზაინერის ბავშვობის სახლში, გრანვილში, დედის მიერ გაშენებულ ბაღზე მიგვანიშნებს, ოთხფოთლიანი სამყურა კი ის მცენარეა, რომელსაც კრისტიან დიორი ყოველთვის თან დაატარებდა.

თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი დეტალი, გარს აკრავს ინსტალაციის ცენტრალურ ნაწილს - ზოდიაქოს ნიშნების ბორბალს, რაც ისევ და ისევ ლეგენდარულ დიზაინერთან და მის ცრურწმენასთანაა დაკავშირებული. როგორც ცნობილია, დიორი არასდროს მართავდა ჩვენებას ტაროს მკითხველთან კონსულტაციის გარეშე.

Saks-სა და Dior-ის 70 წლიანი პარტნიორობის პატივსაცემად ინსტალაციისა და სადღესასწაულოდ მორთული ვიტრინების გარდა, სპეციალური კოლექციაც იყიდება, რომლის შეძენა saksfifthavenue.com-ზე უკვე შესაძლებელია.

ზევით