#მოგზაურობა

Caffè Florian - ვენეციის უძველესი კაფე მდიდარი ისტორიით

გაზიარება:

მსოფლიოში ყველაზე ცნობილ კაფეებს შორის, რომლებიც მოგზაურებს თავიანთი ექსტრავაგანტური ინტერიერით, მდიდარი ისტორიითა და ატმოსფეროთი აღაფრთოვანებენ, Caffè Florian-ი Piazza San Marco-ში, ვენეციაში, უდავოდ არის ერთ-ერთი ის უნიკალური ლოკაცია, რომელში გასული საუკუნის დიდებულება დღემდე იგრძნობა. 

Caffè Florian არა ერთხელ გამხდარა საკულტო ფილმებისთვის გადასაღები მოედანი, სწორედ აქ გახლავთ გადაღებული Summertime კეტრინ ჰეპბერნის და The Talented Mr Ripley მთავარ როლში გვინტელ პელტროუს მონაწილეობით. 

Caffè Florian-ი რეალურად უძველესი იტალიური კაფეა, რომლის ისტორია 300 წელზე მეტს ითვლის. კაფის ისტორია სათავეს 1720 წლის 29 დეკემბერს იღებს, როდესაც Procuratie Nuove-ს ცნობილი ვერანდის ქვეშ Alla Venezia Trionfante იხსნება, მოგვიანებით კაფეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსული ადამიანები  მოკლე დროში მას ერთხმად ეწოდა Florian-ის სახელით გაიცნობენ, მისი მფლობელის ფლორიანო ფრანჩესკონის მსგავსად.

მხატვრების, ინტელექტუალების თუ ისტორიკოსების რჩეული დანიშნულების ადგილმა Florian-მა დეტალურად იხილა ვენეციის ისტორია, რომელიც მის მაგიდებსა და პიაცას შორის მიედინებოდა. Caffè Florian-ი ცნობილი გახდა ყავით და ცხელი შოკოლადით, რომელსაც ინდურ ბულიონს ეძახდნენ, კაფე აგრეთვე გახლდათ ერთადერთი ადგილი, სადაც ქალების შესვლა ნებადართული იყო რესპუბლიკის აკრძალვების მიუხედავად.

რეალურად, ვენეციის კაფეებში, განსაკუთრებით კი კარნავალის პერიოდში, არა ერთი კანონი ირღვეოდა, ამის გამო რესპუბლიკამ ახალი აკრძალვები შემოიღო, თუმცა Caffè Florian-ის დიდგვაროვნებისა და საერთაშორისო დიპლომატებისგან დაკომპლექტებული კლიენტების წყალობით, კაფემ აკრძალვებისთვის გვერდის ავლა შეძლო.

ხელმოწერების წიგნი, Caffè Florian-ის სტუმართა მდიდრულ სიას აერთიანებს, სადაც ერთმანეთის გვერდით შეგვიძლია აღმოვაჩინოთ: ოსკარ უაილდი, ერნსტ ჰემინგუეი, ამედეო მოდილიანი, ჯინა ლოლობრიჯიდა, მარჩელო მასტროიანი, ჯორჯო ნიუ დე ჩირი, გრეის კელი, ჩარლი ჩაპლინი, ენდი უორჰოლი, კოკო შანელი, კლინტ ისტვუდი და მრავალი სხვა.

დღევანდელი იერსახის მიღებამდე, Caffè Florian-ი ორი უფანჯრო ოთახისგან შედგებოდა, მეთვრამეტე საუკუნის შუა ხანებში კაფე გაფართოვდა და მას კიდევ ორი ოთახი შეემატა. 1858 წელს კი Caffè Florian-ის რენოვაციის ჯერი კიდევ ერთხელ დადგა, კაფეს იმდროინდელმა მენეჯერებმა რემონტი არქიტექტორ ლოდოვიკო კადორინს დაავალეს, რომელმაც სარკეების, სტიუკებისა და ფრესკებისგან ნამდვილი შედევრი შექმნა.

Caffè Florian-ი დღემდე აგრძელებს ვენეციის ყველაზე პრესტიჟული კაფეს სტატუსის შენარჩუნებას და მნახველთა მოზიდვას. 

ზევით