YOU DODO YOU! სამკაულების ბრენდი DoDo საქართველოშია
DoDo 1994 წლიდან ქმნის სამკაულების მრავალფეროვან, ფერად და უნიკალურ დიზაინს. ამიერიდან კი, მისი გამორჩეული კოლექციები უკვე საქართველოშიც, ექსკლუზიურად Arttime-ის მაღაზიათა ქსელშია ხელმისაწვდომი.
გუბაზა და გუბაზიჩა (ამას მხოლოდ მილენიალები გაიგებენ) ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათი სრულიად „ძველბიჭური“ და პრაქტიკული არჩევანი ერთ დღესაც პოდიუმზე მოსიარულე „მაგარი“ გოგოების თავებზე აღმოჩნდებოდა.
Bucket Hat-ის (90-იანების საქართველოში პანამის სახელით ცნობილი ქუდი) ისტორია 1900-იან წლებში, ირლანდიელი მეთევზეებისა და ფერმერების წრეში დაიწყო, რომლებიც უცნაური ფორმის ქუდს წვიმისაგან დაცვის მიზნით იყენებდნენ.
მისი Fashion story კი სათავეს 60-იან წლებში იღებს, როდესაც ფუნქციური თავსაბურავი მოდურ აქსესუარად გადაიქცა, 80-იანი წლების დასაწყისში კი ჰიპ-ჰოპ არტისტების კრეატიულ თავებზე აღმოჩნდა.
ბევრი ზემოხსენებული ქუდის პოპულარობას ამერიკელ რეპერს - Big Bank Hank-ს მიაწერს, თუმცა მეტწილად ეს უკანასკნელი 80-იანი წლების ბოლოდან LL Cool J-ისგან 2000-იანების დასაწყისიდან კი თვით Jay Z-გან გვახსოვს.
Bucket Hat-ის ერა საუკუნის დასაწყისში დასრულდა. ზემოხსენებული ტრენდის დაბრუნებას 2005 წელს მიუჩია პრადა შეეცადა, როდესაც დიზაინერმა კოლექციაში ფარჩევანგის ბუმბულებით გაფორმებული ქუდები გამოიყენა. ათიოდე წლის შემდეგ კი რიანას ახლო მეგობარმა - მელისა ფორდმა Bucket Hat-ების კოლექცია შექმნა, რომელშიც რირი არა ერთხელ გვინახავს.
საბოლოოდ ცნობილი ქუდის მასობრივი ატაცება 2018 წელს მოხდა, როდესაც მოდის წამყვანმა სახლებმა რატომღაც ერთდროულად გადაწყვიტეს თავის დროზე ჰიპ-ჰოპ არტისტების საყვარელი თავსაბურავის გაცოცხლება. Prada, Miu Miu, Michael Kors, თუ სხვა დიზაინერები 90-იანების შემდეგ მივიწყებულ აქსესუარს დღემდე აქტიურად იყენებენ.
გარდა ამისა, ქუდს Hollywood-ელ ვარსკვლავებს შორის უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. მათ შორისაა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსი ბილი აილიში, რომელიც Bucket Hat-ების მთელ კოლექციას ფლობს.
P.s იმედს ვიტოვებთ, რომ გუბაზიჩას საყვარელი ქუდის შემდეგ გუბაზას რჩეული „კენგოლის“ ჯერი არ მოვა.