#ჯანმრთელობა #სილამაზე

რეტინოლი და კოლაგენი – პროდუქტები იდეალური კანისთვის

გაზიარება:

როცა საქმე კანის მოვლას ეხება, ვიტამინი A და განსაკუთრებით მისი აქტიური ფორმა, რეტინოლი – იმ იშვიათ ნივთიერებათა რიგშია, რომელსაც მეცნიერება და პრაქტიკა ერთხმად ადასტურებს. რეტინოლი ამცირებს წვრილ ნაოჭებს, აკნეს, აუმჯობესებს კანის ტექსტურას და მსუბუქად აღადგენს მზით დაზიანებულ ზედაპირს. თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ კოსმეტიკურ პროდუქტებში არ არის აუცილებელი – ვიტამინი A ასევე ეფექტიანია, როცა მას საკვებიდან ვიღებთ.

ნიუ-იორკში მოღვაწე დერმატოლოგი, დოქტორი დენდი ენგელმანი აღნიშნავს, რომ კვება მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის ხარისხსა და ჯანმრთელობაზე. მისი თქმით, არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ ვიტამინებით გაჯერებული რაციონი ხელს უწყობს კანის განახლებას – როგორც ასაკობრივი ცვლილებების, ისე აკნეს მკურნალობისთვის.

ვიტამინი A ცხიმში ხსნად ნივთიერებას მიეკუთვნება და მის არსებობას ჩვენი ორგანიზმი თავად ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, მისი მიღება აუცილებელია ან საკვები პროდუქტებით, ან კანის მოვლის საშუალებებით. როცა ვიტამინი A კანის ზედაპირზე ისმება, იგი გარდაიქმნება მჟავად – იმ აქტიურ ნაერთად, რომელსაც კანის უჯრედებზე უშუალო ზემოქმედება აქვს.

საკვებით მიღებული ვიტამინი A ორ ძირითად ფორმად გვხვდება: რეტინოლი – რომელიც ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში მოიპოვება და კაროტინოიდები – მცენარეულ პროდუქტებში არსებული ბუნებრივი პიგმენტები, რომლებიც ორგანიზმში ვიტამინ A-დ გარდაიქმნება. ორივე ფორმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მხოლოდ კანის, არამედ თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის.

„სწორი რაოდენობით მიღებული ვიტამინი A ხელს უწყობს ჯანსაღ კანს, თმასა და ფრჩხილებს,“ – აღნიშნავს დოქტორი ენგელმანი. „ის არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედებას და უზრუნველყოფს კანის ბუნებრივი ბარიერის მდგრადობას. ამავე დროს, ის აუცილებელია თმისა და ფრჩხილის ძირითადი სტრუქტურული ცილის – კერატინის წარმოსაქმნელად“.

სწორად დაგეგმილი რაციონი, რომელიც შეიცავს ვიტამინ A-ს მდიდარ წყაროებს, შეიძლება იქცეს კანის ბუნებრივ დამცველად – ისეთივე სანდოდ, როგორც ღამის კრემში შერეული რეტინოლი.

15 პროდუქტი, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია ვიტამინით A

აქ მოცემულია 15 პროდუქტი, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია ვიტამინით A:

– 85 გრამი ღვიძლი (განსაკუთრებით საქონლის ან ქათმის) – სრულად ფარავს ვიტამინ A-ს დღიურ საჭიროებას

– 1 ჭიქა რძის პროდუქტი

– ½ ჭიქა ნესვი

– 1 დიდი მოხარშული კვერცხი

– 85 გრამი ორაგული

– ½ ჭიქა უმი სტაფილო

– ½ ჭიქა ისპანახი

– ½ ჭიქა უმი წითელი ბულგარული წიწაკა 

– ერთი საშუალო ზომის ტკბილი კარტოფილი

– ჭარხლის ფოთოლი

– 5 ც. გარგარის ჩირი 

– ატამი

– ერთი მთლიანი მანგო

ამ პროდუქტების ჩართვა რაციონში დაგეხმარებათ ვიტამინ A-ს ბუნებრივი გზით მიღებაში, რაც, თავის მხრივ, გააძლიერებს კანის ბზინვარებას, ხელს შეუწყობს თმის ზრდასა და ფრჩხილების გამაგრებას – ყოველგვარი დამატებითი დანამატების გარეშე.

ზევით