#მოდა

YOU DODO YOU! სამკაულების ბრენდი DoDo საქართველოშია

გაზიარება:

Whatever you DoDo, you show who you are! – ეს იტალიური სამკაულების ბრენდის, DoDo-ს ფილოსოფიაა, რომელიც თვითგამოხატვის იდეაზე დგას. DoDo 1994 წლიდან ქმნის სამკაულების მრავალფეროვან, ფერად და უნიკალურ დიზაინს. ამიერიდან კი, მისი გამორჩეული კოლექციები უკვე საქართველოშიც, ექსკლუზიურად Arttime-ის მაღაზიათა ქსელშია ხელმისაწვდომი.

Dodo Jewellery Airtime, Arttime, ართთაიმი

DoDo-ს თითოეული ნივთი – იქნება ეს ბეჭედი, charm-ები, სამაჯური თუ ყელსაბამი – მარტივად იქცევა ჩვენი ყოველდღიური სტილის განუყოფელ ნაწილად. ბრენდის აქსესუარებში ერთიანდება მინიმალისტური დიზაინი, მაღალი ხარისხის მასალები და ისეთი სიმბოლოები, რომლებიც ემოციურ მნიშვნელობებს ატარებენ.

Dodo Jewellery Airtime, Arttime, ართთაიმი

ბრენდის სახელწოდება გადაშენებულ ფრინველ დოდოს უკავშირდება, რითაც DoDo სიმბოლურად გვახსენებს ბუნებისა და სიცოცხლის მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ, ბრენდისთვის ეკოლოგიური პასუხისმგებლობა უპირველესია. DoDo იყო ერთ-ერთი პირველი ამ სფეროში, რომელიც მთლიანად გადავიდა ეთიკურად მოპოვებული ოქროს გამოყენებაზე.

Dodo Jewellery Airtime, Arttime, არტთაიმი, ანა ჯავახიშვილი

DoDo აქტიურად თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა WWF Italy და Tēnaka, რომლებიც ზრუნავენ გადაშენების პირას მყოფ სახეობებზე და ოკეანეებში ეკოლოგიური სისუფთავის აღდგენაზე მუშაობენ. ასე რომ, როდესაც DoDo-ს სამკაულს ირჩევთ, პლანეტისთვისაც კარგ საქმეს აკეთებთ.

Dodo Jewellery Airtime, Arttime, ართთაიმი, თეონა ჩაჩუა, Foxy Eleniko, თაკო ლოჩოშვილი, თიკა კურტანიძე

DoDo-ს ბრენდის ოფიციალური წარდგენა, ართთაიმის სივრცეში, The Diary-სთან ერთად, 5 ივნისს მოეწყო. ღონისძიების სტუმრების სიაში იყვნენ ცნობილი კონტენტ-კრეატორები და ბლოგერები: ანასტასია ჯეირათი, სალომე ტოშკუა, თეონა ჩაჩუა, ელენე რუხაძე (Foxy Eleniko), ანა ჯავახიშვილი თუ თაკო ლოჩოშვილი. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, პირველები გასცნობოდნენ DoDo-ს კოლექციებს.

ზევით