#ჯანმრთელობა #სილამაზე

ბრუკ შილდსი კანის კიბოს დიაგნოზისა და მზისგან დამცავის გამოყენების აუცილებლობაზე

გაზიარება:

„ექიმთან ჩვეული ვიზიტისა და გამოკვლევების ჩატარების შემდეგ სოლარული კერატოზი აღმომაჩნდა, ჩემს ექიმს ორჯერ მოუწია ტუჩიდან უჯრედების აღება, რათა დიაგნოზი ზუსტად დაესვა. თავდაპირველად მარტივი მეთოდით დავიწყეთ უჯრედების აღება ტუჩიდან, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ინვაზიურ პროცედურას, კანის ღრმა შრეებში ჩასვლას საჭიროებდა. ტესტის პასუხები მალევე გახდა ცნობილი - კიბოსწინარე ეტაპზე ვიმყოფებოდი და მისი მომაკვდინებელ სენად ქცევის საშიშროება რეალური იყო.

ყველაზე შოკისმომგვრელი ის გახლავთ, რომ მე დღემდე ვპოულობ ჩემს კანზე ლაქებს, რომელთა შემოწმება აუცილებელია. ეს ლაქები 30-40 წლის წინანდელი ჩემი ცხოვრების შედეგია, რომელმაც არა ერთხელ დამაფიქრა კანის მოვლისა და კიბოს პრევენციის გზებზე და საშუალებებზე.

სიმართლე გითხრათ, ყოველწლიური შემოწმების აუცილებლობაზე მოგვიანებით გავიგე, მე ხომ იმ ეპოქიდან ვარ, როდესაც კანის ზეთს სხეულზე დიდი რაოდენობით ვისვამდით და მზეზე, საათობით ვირუჯებოდით. მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც არასოდეს გაუფრთხილებიათ კანის სიმსივნის რისკებზე.

მზისგან დამცავი ახალგაზრდობაში არასდროს გამომიყენებია, სკოლის მოსწავლე როცა ვიყავი მერჩივნა Sun-kissed რუჯი მქონოდა სახეზე, რაც იმ დროს საკმაოდ მოდური იყო.

სამაგიეროდ, მზისგან დამცავის მომხმარებელი ახლა ვარ, თანაც მას საკმაოდ ხშირად ვიყენებ, როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში. ძალიან მიყვარს EltaMD-ის მზისგან დამცავი ხაზი. ჩემს შვილებს მათ გამოყენებას ვაიძულებ, თავდაპირველად შეშინებაც ვცადე, თუმცა მოგეხსენებათ ახალგაზრდები დაუმარცხებლები არიან, ამიტომ მიდგომა შევცვალე და უფრო ლოიალური გავხდი.

ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა ვურჩიო ადამიანებს, რომ სეზონის, მოღრუბლული თუ მცხუნვარე დღის მიუხედავად, ყოველთვის გამოიყენონ მზისგან დამცავი“.

ზევით